ეიკე ბატისტა (ბრაზილია)
რამდენიმე წლის წინ ბრაზილიელი სამთო-მომპოვებელი კომპანიის მფლობელი ეიკე ბატისტა, 30 მილიარდი დოლარით, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის ფიგურირებდა, ამჟამად კი მისი კაპიტალი 300 მილიონ დოლარს შეადგენს.
ოლავ ტონი (ნორვეგია)
წარსულში ნორვეგიის უმდიდრესი ადამიანი ერთადერთია აღნიშნულ რეიტინგში, რომელიც თვითნებურად გამოეთხოვა მილიარდიან კაპიტალს: უძრავი ქონებისა და სასტუმროების ბიზნესის ყოფილმა მმართველმა თითქმის 6-მილიარდიანი კაპიტალი ქველმოქმედებას დაუთმო, ხოლო თავისთვის მხოლოდ 250 მილიონი დოლარი დაიტოვა.
რობერტ ფრიდლანდი (აშშ)
ამერიკელი მეწარმის კაპიტალი 850 მილიონი დოლარით შემცირდა და ამჟამად მისი ქონება 950 მილიონად არის შეფასებული. ფრიდლანდმა დაკარგა სამთო-მომპოვებელი კომპანიის სამართავი ბერკეტები და სინგაპურში გადასხლდა.
ჰაბილ კორაკივალა (ინდოეთი)
ინდოელმა ფარმაცევტულმა მილიარდერმა გასულ წელს 1 მილიარდამდე დოლარი დაკარგა. ბიზნესმენი უკანონო საქმიანობაში ამხილეს, რამაც გავლენა იქონია მისი კომპანიის პრესტიჟსა და აქციების ფასის დაცემაზე.
მაიკლ ჩანგი (ჩინეთი) – დანაკარგი 900 მილიონი დოლარი
ჩანგის კომპანია ეკრანებით ამარაგებს "ეფლის" კომპანიას, თუმცა, ასეთმა ბიზნესგარიგებამ მაინც ვერ გადაარჩინა ის სტაგნაციისგან და მაიკლ ჩანგმა 900-მილიონიანი ზარალი განიცადა.
ტ. ბუნ პიკენსი (აშშ)
ქარის ენერგიაში ინვესტიციების დაბანდებით, ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სანავთობო და გაზის მაგნატმა თავისი კაპიტალის დიდი ნაწილი დაკარგა. ტეხასელ მეწარმეს ამჟამად რთული პერიოდი უდგას.