https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

არის თუ არა რელიგიური დაპირისპირების საფრთხე საქართველოში

22:03; 27.03.2016
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაცია საქართველოში დასჯადი ქმედებაა, თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და სახალხო დამცველი კანონის არაეფექტურობაზე საუბრობს და მასში ცვლილებების განხორციელების საჭიროებას ხედავს.

როგორც რეაგირებს სახელმწიფო რელიგიური დისკრიმინაციის კონკრეტულ შემთხვევებზე, არის თუ არა ეფექტური გამოიძიება, როდის დასრულდება ქვეყნის რელიგიური პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტზე მუშაობა? _ ამ და სხვა თემებზე "გურია ნიუსი" რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს ესაუბრა. 

_ ბატონო ზაზა, დაცულია თუ არა ქვეყანაში რელიგიური მრწამსის თავისუფლება?

_დავიწყოთ იმით, რომ საქართველო აღიარებს ევროკონვენციით ადამიანის უფლებების კონტექსტში რელიგიის თავისუფლებას. ვგულისხმობ პიროვნულ დონეზე და რელიგიური კონფესიების დონეზე თავისუფლებას. ეს აღიარებული და დაცულია ძირითადი კანონით, კონსტიტუციით და ასევე, საერთაშორისო ხელშეკრულებებით. ამის გარდა, მინდა ხაზი გავუსვა, ეს გულისხმობს რელიგიური ორგანიზაციების თავისუფალი არჩევანის საშუალებას რეგისტრაციის და სტატუსების თვალსაზრისით.
რაც შეეხება პიროვნულ დონეზე თავისუფლებას, მრწამსის აღიარება, გამოხატვის თავისუფლება, შეცვლა,  დაცულია. მომიყვანეთ ერთი მაგალითი მაინც, სადაც ჩანს, რომ იზღუდება,  ან ეწევა რელიგიურ ნიადაგზე ვინმეს გადაბირებას, ან აიძულებს, რომ შეიცვალოს მრწამსი. ან ათეისტს ეხებოდეს მსგავსი რამ… მსგავსი პრეცედენტი საქართველოში დღესდღეობით არ არსებობს ვფიქრობ, არც იარსებებს. ესეც ჩვენი მენტალიტეტის გამოა, რომ რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება, კონფლიქტი და ომი არ მომხდარა.

_თუმცა, სახალხო დამცველის წარმომადგენელს ვესაუბრეთ, რომელიც აღნიშნავს რომ არის საქართველოში სკოლები, სადაც მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ მათი ვალდებულებაა მოსწავლეები ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქციონ. თუ გაქვთ თქვენ ასეთი ფაქტების შესახებ ინფორმაცია? გარდა ამისა, ზოგ სკოლაში გაკვეთილები "მამაო ჩვენო"-ს ლოცვით იწყება…

_პირადად ჩემთვის მსგავსი ფაქტები ცნობილი არ არის. არცერთ რელიგიურ ორგანიზაციას არ მოუმართავს არც კერძო პირის და არც იურიდიულ დონეზე, რომ საქართველოში სასწავლო დაწესებულებებში ე.წ. პროზელიტიზმს ჰქონოდა ადგილი. შესაბამისად, თუნდაც თქვენს მიერ დასახელებული ფორმულირებით,  – "მამაო ჩვენო"-თი გაკვეთილის დაწყება და ლოცვით დამთავრება. ასეთი რამ ჩვენთვის ცნობილი არ არის. თუმცა, ვფიქრობ, რომ ერთ-ორ შემთხვევას რომ ჰქონდეს ადგილი, ეს არ ნიშნავს, რომ ტენდენციაა. ეს არ არის სახელმწიფოს მიდგომა. თუ ასეთი ფაქტები არის ცნობილი, უნდა გასაჯაროვდეს და გამოჩნდება, პრობლემაა თუ ცალკეული შემთხვევა.

_ მომართვის შემთხვევაში თუ გაქვთ რაიმე ბერკეტი, რომ ეს სიტუაცია შეცვალოთ?

_ რა თქმა უნდა, ჩვენი სამართლებრივი კომპეტენციის ფარგლებში ვიმოქმედებთ. თუმცა, წელიწადი და 9 თვეა, რაც სააგენტო არსებობს და ასეთი მომართვა და მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა.

_ საქართველოს სახელმწიფო რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგიის პროექტი არსებობს, სადაც კონკრეტულად არის გაწერილი ნაბიჯები, რა უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით. როდისთვის შეიძლება ამ პროექტზე მუშაობა დასრულდეს?

_ეს ის პროექტია, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მათ შორის, ნაწილობრივ რელიგიური ორგანიზაციების , ნაწილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. შენიშვნები ალბათ  არსებობს. მაგრამ ეს თემა არ არის დახურული და განხილვის დონეზეა. ალბათ, წელს ეს ყველაფერი დასრულდება და ძალიან საინტერესო და კარგ დოკუმენტს მივიღებთ NGO-ების, რელიგიების ჩართულობით.

_ ძალიან საინტერესო მუხლები აქვს ამ დოკუმენტს, როგორ უნდა მოგვარდეს კონკრეტული საკითხები. ბოლო პერიოდში სახალხო დამცველიც აღნიშნავდა, რომ რელიგიურ ნიადაგზე შეიძლება კონფლიქტები წარმოქმნილიყო. მათ შორის სასაფლაოს პრობლემა იყო ადიგენში; იყო პრობლემები შენობა-ნაგებობების გადაცემის პროცესში და ა.შ.

_ ბევრ რეგიონში სასაფლაოების პრობლემა ნამდვილად არ არსებობს. ერთადერთი შემთხვევა იყო ადიგენის რეგიონში. სანამ დაიძაბებოდა სიტუაცია, სააგენტოს ფინანსური და ქონებრივი საკითხების კომისიის მიერ ერთი კვირით ადრე გაიცა რეკომენდაცია მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე. მუსლიმ თემს საკუთარი ფართობი გააჩნია სასაფლაოსთვის.  მუსლიმ თემს ამ საკითხზე  სრული თანხვედრა ჰქონდა  სააგენტოსთანაც, გამგეობასთანაც. ამიტომ პრობლემა რაში მდგომარეობს ვერ ვხვდები.

_ ხელოვნურად კონფლიქტის წარმოქმნა ახსენეთ. ვის გულისხმობთ?

_ეგ შეეკითხეთ იმ დაინტერესებულ მხარეებს, ვინც არიან ჩართულები.

_ვინ არიან ეს მხარეები?

_ თქვენ ჟურნალისტი ბრძანდებით და სრული უფლება გაქვთ მოიძიოთ. ვინც იქ ჩანდა ასპარეზზე.

_შეიძლება აქ ვიგულისხმოთ პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი?

_ არაფერი არ გამოირიცხება. შესაძლოა, ასეც იყოს.

_ხომ არ არის სხვა რეგიონებშიც მართული პროცესების წარმოშობის საფრთხე?

_რაც შეეხება სასაფლაოების საკითხს, ჯერჯერობით ამ ეტაპზე ჩვენთვის ასეთი საფრთხე ცნობილი არ არის. თუ არ მოგვმართავს დაინტერესებული მხარე და ჯგუფები, ჩვენთვის ვერც იქნება ცნობილი. ამ ჯგუფებმა ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა მიმართონ, გადმოიგზავნება ჩვენთან და განვიხილავთ; ეს მართლა არ არის პრობლემა. ადამიანი რომ გარდაიცვლება ხომ უნდა დასაფლავდეს, რა მნიშვნელობა აქვს რომელი რელიგიური მრწამსისაა. ეს არის ელემენტარული მოთხოვნა.

_გარდა, სასაფლაოების პრობლემებისა არის რელიგიური უმცირესობებისთვის შენობა-ნაგებობების გადაცემის საკითხი. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ფიქრობს, რომ სხვადასხვაგვარ მიდგომას აქვს ადგილი…

_შეგიძლიათ ნახოთ  სააგენტოს საიტზე. მეც შემიძლია კონკრეტული ციფრები დაგისახელოთ. დღეის მდგომარეობით 100-მდე მეჩეთია გადაცემული საკუთრებაში მუსლიმთა სამმართველოსთვის.  ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. დაახლოებით, საუბარია 200-250 მეჩეთის გადაცემაზე საქართველოს მასშტაბით. გადავეცით ასევე სინაგოგები. ამ დროისთვის დაახლოებით 12 სინაგოგაა  გადაცემული თბილისიდან დაწყებული, რეგიონებით დამთავრებული.  ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას, 16 წლის განმავლობაში პრობლემა ჰქონდა, სალოცავი სახლი არ ჰქონდათ, სასამართლოს პროცესები ჰქონდათ, 6 თვის განმავლობაში რელიგიის სააგენტომ აღნიშნული პროცესი მოუგვარათ და პირველად ისტორიის მანძილზე საქართველოში, გორში სალოცავი  სახლი გადაეცათ. გარდა ამისა, ფინანსურ დახმარებას იღებენ. ეს ხომ ის სიკეთეა, რომლითაც ისინი სარგებლობენ. რესტავრაცია ხორციელდება, საგამომცემლო საქმიანობა ხორციელდება, ამის არდანახვა არ შეიძლება.

_თერჯოლაში გვქონდა დაპირისპირების შემთხვევები იეჰოვას მოწმეებსა და ადგილობრივებს შორის…

_გეთანხმებით, იყო მსგავსი პრეცედენტი. ჩართული იყო ჩვენი სააგენტო. წარმომადგენლები ჩავიდნენ ადგილზე და შეხვდნენ ყველა მხარეს. გაიმართა  კონსულტაციებიც და დიალოგიც. დაიწყო სამართლებრივი პროცედურები სასამართლოში; რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დღეს სასამართლო პროცესი მოგებული აქვთ იეჰოვას მოწმეებს, შესაბამისად, აღსრულდება. ვერავინ ვერ დაუდგება წინ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. არსებობს კანონი და ყველა იმოქმედებს  მის შესაბამისად.

_ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით, ქობულეთის, ადიგენის, მოხეს, თერჯოლისმოვლენებზე გამოძიება მიმდინარეობდა. თუ გაქვთ ინფორმაცია, დასრულებულია თუ არა ესპროცესები და რა შენიშვნები გაქვთ სამართალდამცავ ორგანოებთან?

_ ჩვენ არ ვართ საგამოძიებო სტრუქტურა და ბუნებრივად ამ კომპეტენციის ფარგლებში ვერ ჩავერთვებით რომც გვინდოდეს. ჩვენს კომპეტენციას ცდება ეს. ყველა საკითხში მონაწილეობა მივიღეთ, ჩართული ვართ როგორც რელიგიათაშორის დიალოგში, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან დიალოგშიც. ის ნაკლები საქმეა, როცა ვნებათაღელვას  დააცხრობ, ტემპერატურას რომ დაბლა დაწევ და ქრისტიანი და მუსლიმი ერთმანეთს რომ არ ეომებიან?! მეზობლები რომ მშვიდობიანად თანაცხოვრობენ და სასულიერო პირები კომუნიკაციაში არიან? ამოსავალი წერტილი მშვიდობა და თანაცხოვრებაა. მერწმუნეთ, ეს ამ ეტაპზე ეს ასეცაა.  სხვა საკითხია  კუთვნილების საკითხი. ის, რომ ადიგენის რაიონში, კონკრეტულ დასახელებულ სოფლებში ლოცვის უფლება ვინმეს ეზღუდებოდეს, ვინმე ლოცვის უფლებას არ აძლევდეს რომელიმე ჯგუფს, მსგავსი რამ არ არსებობს. აქედან გამომდინარე საუბარი მიდის კუთვნილებაზე. მეჩვენება, რომ ხელოვნურად აჟიტირებული თემებია რომ არის.  ამაზე ხაზგასმა მინდა, სახელმწიფოს ამის გამწვავება არ აწყობს. თუ დაძაბულობა იქნება და ღმერთმა დაიფაროს, ერთმანეთი დახოცეს, რა აზრი აქვს ამ ქონებას და შენობა-ნაგებობებს? ეს ხომ მეათეხარისხოვანია.

_ გასაგებია თქვენი მიდგომა, მაგრამ ამ საკითხის გამო სისხლის სამართლის დანაშაულს ჰქონდა ადგილი…

_რამდენადაც მე ვიცი, მიცემულია პასუხისგებაში ზოგიერთი, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არსებობს. ზოგი ადმინისტრაციული წესით არის გასამართლებული და დადებული აქვს მსჯავრი. ვიცი, რომ გამოძიება გრძელდება, ამ პროცესს დრო სჭირდება და მერწმუნეთ, ვინ ვინ და სახელმწიფოა დაინტერესებული მსგავსი კატეგორიის საქმეები რაც შეიძლება სწრაფად იყოს გამოძიებული და სიმართლე დადგენილი.

_თქვენ მიგიმართავთ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მსგავსი დარღვევების შემთხვევებში?

_რა თქმა უნდა, გამგეობაც ჩაგვიყენებია საქმის კურსში და ასევე, საგამოძიებო სტრუქტურებიც. არაერთი მიწერ-მოწერაც არსებობს, სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლების შეხვედრა ჩვენი ჩართულობით მოხდეს.

_ანუ ამბობთ რომ ამ ფაქტების გამოძიება ეფექტურია?

_ რა თქმა უნდა.

_ ანტიდისკრიმინაციული კანონის ამოქმედებაში დადებით ნაბიჯებს ხედავს სახალხო დამცველი, თუმცა ამბობს, რომ უნდა გაიზარდოს სახალხო დამცველის ფუნქცია; ასევე დაემატოს კანონს სადამსჯელო მექანიზმი.

_ თქვენ ისეთ რამეს მეკითხებით, ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე ცოტა უხერხულია და ვისაუბრო და შეფასება გავაკეთო.  სახალხო დამცველთან, ბატონ უჩა ნანუაშვილთან , საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს. მისი ფუნქციის გაზრდას რაც შეეხება, არსებობს საქართველოს პარლამენტი და დაისმება საკითხი და იმსჯელებს საკანონმდებლო ორგანო თუ მთავრობა.

_კანონის გამკაცრების საჭიროებას რამდენად ხედავთ?

_ისეთ საკითხზე მეკითხებით, რომელზეც შემიძლია გიპასუხოთ როგორც იურისტმა და როგორც ამ თანამდებობაზე მყოფმა პიროვნებამ.

_ორივე შემთხვევაში გვიპასუხეთ.

_ სხვადასხვა შედეგს მივიღებთ. წმინდა იურიდიული ჭრილში განხილვისას პასუხი იქნება,  რომ გამკაცრდეს კანონი, მაგრამ ფაქტობრივი გარემოებებით თუ ვიმსჯელებთ და ანალიზს გავაკეთებთ, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მკაცრი კანონი პრობლემის მოგვარებას არ ნიშნავს.

ჩვენთვისაც, რელიგიებისთვის, სახელმწიფოსთვის შედეგზე ორიენტირება მნიშვნელოვანი და არა, პირობითად,  კანონის გამკაცრება. ამ გამკაცრებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა შედეგების დადგომა სტატისტიკურად, მაგრამ სხვა ჭრილში უფრო მეტი პრობლემები შექმნას, ან პირიქით.  ამიტომ კომპლექსურად უნდა შევხედოთ ამას და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილი კუთხით.

ამავე თემაზე:

დაცულია თუ არა საქართველოში რელიგიის თავისუფლება

დისკრიმინაცია რელიგიის სახელით და ფაქტები, რომელსაც სახალხო დამცველი სწავლობს

ჩოხატაურში მცხოვრები მუსულმანები სალოცავისთვის ადგილის გამოყოფას ითხოვენ

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ძველ ფერმაში სამედიცინო ნარჩენები იპოვეს – რას ამბობენ უწყებებში

21:58; 26 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“უხვი ნალექია მოსალოდნელი”- თბილისის მერია

19:54; 26 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი

17:39; 26 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მინისტრის შეხვედრა ადგილობრივი მედიის გარეშე

17:19; 26 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:54; 26 თებერვალი, 2026

7 თვე ავღანეთში _სამხედრო ჟურნალისტის რეპორტაჟი სამშვიდობო მისიიდან

15 მარტს საქართველოში ქართული არტილერიის დღე აღინიშნა

ყველა სიახლე

სამართალი

ვინ დააკავეს გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ფაქტზე

22:15; 26.02.2026
საზოგადოება

ძველ ფერმაში სამედიცინო ნარჩენები იპოვეს – რას ამბობენ უწყებებში

21:58; 26.02.2026
სამართალი

რატომ არ ამოიღეს და დალუქეს ათონელის სასახლის ღობის ფრაგმენტები – რა გახდა ცნობილი პროცესზე

21:25; 26.02.2026
სამართალი

საია განცხადებას ავრცელებს

19:57; 26.02.2026
საზოგადოება

“უხვი ნალექია მოსალოდნელი”- თბილისის მერია

19:54; 26.02.2026
სამართალი

ავტომობილი ბავშვს დაეჯახა

19:32; 26.02.2026
სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

18:45; 26.02.2026
სამართალი

პატრულის ყოფილ ოცმეთაურს მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად პროკურატურა 35 750ლარს გადაუხდის

18:15; 26.02.2026
პოლიტიკა

ვის შეეხება საქართველოში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერება – ევროკომისიის პრეზიდენტი

18:04; 26.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი

17:39; 26.02.2026
საზოგადოება

მინისტრის შეხვედრა ადგილობრივი მედიის გარეშე

17:19; 26.02.2026
სამართალი

სურსათისა და ხორცპროდუქტების მაღაზია გატეხეს

16:59; 26.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:54; 26.02.2026
სამართალი

“160 000 ლარი მიითვისა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ დაეუფლა და ანგარებით გამოიყენა”

16:48; 26.02.2026
სამართალი

მოსამართლემ ლაშა ჩხარტიშვილი 5 დღით პატიმრობაში გაუშვა

16:34; 26.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

10:22; 26.02.2026
0

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო