"არც ერთ მინისტერიალზე არ მომითხოვია MAP-ი. მე ვითხოვ წევრობას. ყველაფერი, რაც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ეხმარება, არის ჩემი ამოცანა. ვარშავიდან მინდა დავბრუნდეთ უფრო მეტი ინსტრუმენტებით, რადგან, როდესაც ის ფანჯარა გაიღება, ვიყოთ მზად შესასვლელად.
ეს ფანჯარა აუცილებლად გაიღება. ამაზე ყველა საუბრობს. ამას სჭირდება შესაბამისი გეოპოლიტიკური ვითარება. MAP-ი საქართველოსთვის წარსულია, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით", _ ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებას იმის შესახებ, რომ ვარშავის სამიტზე საქართველო MAP-ს ვერ მიიღებს და პროცესს დააზიანებს, თუ ყველა პოლიტიკურ შეხვედრაზე MAP-ი მიზნად დასახელდება.
(R)