როცა 1904 წელს ,,ველური დასავლეთის შოუ” შოტლანდიაში იმყოფებოდა საგასტროლოდ, ერთ გურულს – ,,რუს ჯენტლმენს” შეეკითხნენ, თუ რა აზრის იყო ის ქვეყანასა და ხალხზე.
გურულს (მისი ვინაობა ვერ დავადგინე) იქაურობა მოსწონებია, განსაკუთრებით კი ,,მშვენიერი გოგონები”, _ ამ უკანასკნელ სიტყვებზე, როგორც გაზეთი იუწყება, _ ,,მას სახე გაებადრა”.
ბევრმა თავისი ბედი დაუკავშირა უცხოელ მანდილოსნებს და იქვე დარჩა საცხოვრებლად. ზოგიერთს ოჯახი ამერიკაშიც ჰყავდა და გურიაშიც.
იყო შემთხვევა, როცა ცოლიანმა გურულმა ამერიკაშიც გაიჩინა ოჯახი, შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, ხოლო უკან წასვლა რომ დააპირა, ბოლშევიკებმა აღარ გაუშვეს და მან ამის გამო თავი მოიკლა.
ილარიონ იმნაძის შვილი იგონებდა: ,,მამაჩემი განიცდიდა ამერიკიდან დაბრუნებას, რადგან ვერ მოახერხა უკან წასვლა და 1925 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა”.
ერთმა ამერიკელმა ქალბატონმა კი, რომელსაც გაგიჟებით უყვარდა გურული ცხენოსანი, სპეციალურად შეუკვეთა დიდი ზომის ბეჭედი და მორიგი შეხვედრისას ასოზე წამოაცვა.
ირაკლი მახარაძის წიგნიდან ,,ველური დასავლეთის მხედრები: გურული მოჯირითეები ამერიკასა და ევროპაში".
ფოტოზე გურულები ედინბურგში, 1904.