დევიდ ბოუის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება მოხდება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კონცერტის ორგანიზატორების თქმით, უპრეცედენტო ინტერესის გამო მხარდამჭერების ნაწილი კონცერტის სკაიპით ნახვას მინიმალური შემოწირულობის, 15 ფუნტის სანაცვლოდ შეძლებს.
როგორც ცნობილია, კონცერტი 31 მარტს, ნიუ იორკში კარნეგი ჰოლში გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, დევიდ ბოუის სიმღერებს სხვა შემსრულებლებთან ერთად Mumford & Sons, Blondie და The Pixies შეასრულებენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, სცენაზე მომღერლის პროდიუსერიც, ტონი ვისკონტიც გამოვა.
როგორც ცნობილია, დევიდ ბოუი 69 წლის ასაკში, კიბოსთან 18 თვიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.
ამავე თემაზე:
დევიდ ბოუის 31 მარტს გაიხსენებენ