"გურია ნიუსის“ ინფორმაციით პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურის ხელმძღვანელად ანა გოჩაშვილი დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია პარტიაში უკვე დაგვიდასტურეს. გოჩაშვილი 2012 წლიდან პრემიერის პრესსამსახურში მუშაობდა.