რესპუბლიკური პარტია საპარლამენტო არჩევნებისთვის ინდივიდუალური მზადების რეჟიმში გადადის.
რას ფიქრობენ აღნიშნულთან დაკავშირებით რესპუბლიკური პარტიის ადგილობრივი ლიდერები და იგეგმება თუ არა მათ მიერ თანამდებობების დატოვება?
რესპუბლიკური პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო გოგუაძე, "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" არ იშლება, არც რესპუბლიკელები აპირებენ კოალიციიდან გასვლას.
მისი თქმით, "რესპუბლიკელები არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას, შესაბამისად არც თანამდებობების დატოვებაზეა საუბარი, ამ მხრივ არაფერია დაგეგმილი." – ამბობს გოგუაძე.