ლანჩხუთელი "რესპუბლიკელის" რომან ბიწაძის თქმით, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეთიკის კომისიას ხელმძღვანელობს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში არა მარტო რესპუბლიკური პარტია, არამედ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი სხვა სუბიექტებიც დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას.
ბიწაძის ინფორმაციით, კოალიციიდან პირველი, რომელმაც სურვილი გამოთქვა დამოუკიდებლად მიეღო არჩევნებში მონაწილეობა, პარტია "ქართული ოცნება" იყო.
"პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ პირდაპირ განაცხადა, რომ მისი აზრით, უმჯობესი იყო, კოალიციაში შემავალ პარტიებს ცალკ-ცალკე მიეღოთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა. კალაძე კი მნიშვნელოვან ამინდს ქმნის "ქართულ ოცნებაში", იგი არც მეჭიაურია და არც თოფაძე, მისი სიტყვა პირდაპირ მესიჯად აღიქმება.
როგორ და რა ფორმატში გაგრძელდება ჩვენს შორის ურთიერთთანამშრომლობა წინა საარჩენო პერიოდსა და შემდგომ, ამას მომავალი აჩვენებს. გარკვეულწილად ეს დამოკიდებული იქნება იმაზეც, თუ როგორი გადახალისებული გუნდით წარმოგვიდგება პარტია "ქართული ოცნება" წინა საარჩევნოდ," -ამბობს ბიწაძე.