რეგიონებში გამართული საინფორმაციო შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემის, მისი გადაჭრის გზებისა და არსებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის დონე ძალიან დაბალია. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თავად სერვისის მიმწოდებლები და ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტები ვერ
აცნობიერებენ პრობლემის არსს და არ ფლობენ ინფორმაციას მათსავე ვალდებულებებზე. შემაშფოთებელია ტენდენცია, რომლის მიხედვითაც, მასწავლებლები არ ეთანხმებიან ორსული გოგონების სკოლაში სიარულს და ფიქრობენ, რომ ეს დაუშვებელია. შესაბამისად, ისინი ეწინააღმდეგებიან ბავშვის ფუნდამენტურ უფლებას – მიიღოს განათლება და განვითარდეს, როგორც სრულფასოვანი ადამიანი. შეიძლება ითქვას, რომ სკოლაში ხედავენ პრობლემის არსს, თუმცა, შესაძლო გადაჭრის გზებსა და გამოსავალზე არ აქვთ ნაფიქრი. გოგონებს არ აქვთ ინფორმაცია სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და
უფლებების შესახებ. მათთვის უცნობია თუ როგორ უნდა მოიქცნენ ორსულობის შემთხვევაში, რისი უფლება აქვთ, როგორია აბორტზე ხელმისაწვდომობა, კონფიდენციალურობის საკითხი და ა.შ. გოგონებმა არ იციან კონტრაცეპტივების შესახებ და
მათი ცნობიერება, როგორც მათი მნიშვნელობის, ასევე გამოყენების საკითხებში ძალიან დაბალია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათთვის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ სპეციალისტთა მიერ სემინარების ორგანიზება, რადგან აქვთ კითხვები, რომლებზეც სპეციალისტების კონსულტაცია ესაჭიროებათ.
23 საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად არ განხორციელებულა სტრატეგიის შემუშავება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი პირებისთვის საქართველოსა თუ საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით
გათვალისწინებული ვალდებულებების განსახორციელებლად, მათ შორის, ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებისას არსებული მომსახურებისა და სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად. რეკომენდაციები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს: უზრუნველყოს მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება ადრეულ ასაკში ქორწინების
საკითხებთან დაკავშირებით არსებულ ვალდებულებებზე ხელი შეეწყოს ბავშვთა დაცვის შესახებ რეფერირების დოკუმენტით განსაზღვრული კოორდინაციის განხორციელებას სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის; ზედამხედველობა გაეწიოს შეტყობინების ვალდებულების შესრულებას ბრძანებით გათვალისწინებულ
პასუხისმგებელ სტრუქტურებს შორის უზრუნველყოფილი იქნას სკოლებში ღია გაკვეთილების/სემინარების ორგანიზება
რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ სპეციალისტთა მონაწილეობით სამოქალაქო განათლების სწავლებისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმოს ადრეულ ასაკში ქორწინებისა თუ სხვა გენდერული უთანასწორობის საკითხების მხრივ, საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს: განხორციელდეს ეთნიკური ჯგუფებისათვის მშობლიური ენის მცოდნე ფსიქოლოგების მოძიება, რათა ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე მოხდეს ადეკვატური რეაგირება მოხდეს სტრატეგიის შემუშავება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი პირებისთვის საქართველოსა თუ საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების განსახორციელებლად, მათ შორის, ადრეულ
ასაკში ქორწინების შემთხვევებისას არსებული მომსახურებისა და სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად 24
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: ხელი შეეწყოს ბავშვთა დაცვის შესახებ რეფერირების დოკუმენტით განსაზღვრული კოორდინაციის განხორციელებას სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, მათ შორის, შეტყობინების ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფილ იქნას ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე რეაგირების სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება და უბნის ინსპექტორის როლის
გაძლიერება, რათა მოახდინოს ადგილობრივი თემის (განსაკუთრებით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა) ინფორმირება და შესთავაზოს კონსულტაციები ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებზე.