ევროკომისიამ ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა გასამკლავებლად რეფორმების ვარიანტები წარმოადგინა, თუმცა რამდენიმე ქვეყანა ცვლილებებს მხარს არ უჭერს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, წესების მიხედვით დევნილებმა თავშესაფარი უნდა მოითხოვონ იმ ქვეყანაში, რომელშიც ჩადიან, მაგრამ საბერძნეთმა და იტალიამ ჩასული დევნილების რეგისტრაცია შეწყვიტა, რაც მათ ბალკანეთის მარშრუტით არალეგალურად გზის გაგრძელების საშუალებას აძლევს, საბოლოოდ კი დევნილების შესაჩერებლად რამდენიმე ქვეყანამ სასაზღვრო ღობე გააკეთა.
ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი ერთი ვარიანტის მიხედვით, ქვეყანას, რომელიც დევნილთა ნაკადთან გამკლავებას ცდილობს, დახმარების მიღება შეუძლია, ხოლო მეორე ვარიანტი, დევნილების ევროპის ირგვლივ განაწილებაა.