დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის საბჭოსა და მოწავლეთა თვითმმართველობის მიერ, მირზა გელოვანისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა გაიხსენეს ომში დაღუპული უნიჭიერესი ახალგაზრდა პოეტი და მისი პოეზიისადმი სიყვარული და პატივისცემა პოეტის ლექსების წაკითხვით, ხალხური სიმღერების შესრულებითა და სხვადასხვა კომპოზიციების წარმოდგენით გამოხატეს:
"შენს თაობას ესიზმრები კვლავ,
გზები შენი ლაჟვარდებში გვხიზნავს" – მორის ფოცხიშვილის სტრიქონებით მიმართეს მოსწავლეებმა პოეტის მარად ცოცხალ ხატებას. მე-12 კლასელებმა კობა და ანა ბაქანიძეებმა და დემეტრე ლომჯარიამ ლადო ასათიანის "საქართველო" ფანდურის თანხლებით შეასრულეს. მათთან ერთად ასევე ხალხური სიმღერა ქართულად იმღერა სკოლის ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებელმა ჩარლ ბრედფორდმა.
– მე მიყვარს მირზა გელოვანი და ვიცი მისი ლექსები, – გამართული ქართულით გვითხრა მან.
სკოლის ადმინისტრატორმა ციური ბაბილოძემ, ვისი ხელმძღვანელობითაც ჩატარდა ღონისძიება, სტუმრებს უამბო, თუ რაოდენ დიდი იყო მოსწავლეთა სურვილი, მოეწყოთ მირზა გელოვანის საღამო.
"მისასალმებელია და ყველას უნდა გვიხაროდეს, რომ სოფელ მერიაში მომდევნო დღეებში დაგეგმილია თემატური ღონისძიება: „გავაცოცხლოთ ბიბლიოთეკის ისტორია."
"წიგნთან სიახლოვე, ბიბლიოთეკის ამოქმედება და ამ ღონისძიებებში მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობა ჩვენი მუშაობის უდიდესი შედეგი იქნება და უკეთესს ვერაფერს ვიზამთ," _თქვა მერიის საჯარო სკოლის დირექტორმა ავთანდილ კეჭაყმაძემ.