გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორი რევაზ გეთიაშვილი მიიჩნევს,რომ ქალაქში ხეების ჭრა-ფორმირებას მეტი ყურადღება უნდა
მიექცეს და გადაბელვაზე მომუშავე კერძო კომპანიებს, სახელმწიფომ ტენდერის პირობებში გარკვეული შეზღუდვები უნდა დაუწესოს. მისი განმარტებით, გადაბელვა არის უკიდურესად მავნე ფორმა და შეზღუდულად უნდა გამოიყენებოდეს.
"გადაბელვა არის მავნე პრაქტიკა,რომელიც წლების განმავლობაში დაინერგა საქართველოში, რამაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა თბილისს, არა მხოლოდ გამწვანების არამედ საერთოდ განვითარების კუთხითაც. თბილისის გარდა, საქართველოში ბევრი ქალაქი საერთოდ გამწვანების გარეშე დარჩა და ეს პროცესი დღემდე გრძელდება,"- აცხადებს ის.
გეთიაშვილის ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამინისტროს ექსპერტებმა გერმანელ სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავეს ხების ჭრა-ფორმირების წესის შესახებ დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს გადაეგზავნა.
თბილისის საკრებულომ ეს წესი ოფიციალურად დაამტკიცა, როგორც რეგულაცია, რის საფუძველზეც თითოეული ხის მოჭრას, თუ ფორმირებას უკვე კანონი განსაზღვრავს.