დღეს დილით სოფელ კვირიკეთში მცხოვრებლების ერთი ნაწილი იმ კომპანიის სამუშაოების წინაღმდეგ გამოვიდნენ, რომელიც მდინარე ბჟუჟზე ინერტული მასალის ამოღებას აწარმოებს.
"2015 წლის სექტემბრიდან უკვე მესამე კომპნია ცდილობს მდინარიდან ინერტული მასალა ამოიღოს. მ სამუშაოების შედეგად მდინარემ კალაპოტი შეიცვალა რაც პრობლემას უქმნის საკარმიდამო ნაკვეთებს, ასევე ადილები, სადაც შინაური პირუტყვისთვის საბალახო იყო, აღარ არსებობს". _ამბობენ ადგილობრივები.
აქციაზე იმყოფებოდნენ გურიის გუბერნატორის მოადგილე სოსოს ერქომაშვილი, საქართვლოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ერქომაიშვილის თქმით, მისთვის უცნობია რომელი კომპანია ასრულებს სამუშაოებს. ის ადგილობრივ მოსახლეობას დაპირდა, რომ რომ ხვალიდან დეტალურად მოხდება სიტუაციის შესწავლა.
" საგანგაშო არაფერია. ყველაფერს გავაკთებთ კანონის შესაბამისად" -გვითხრა სოსო ერქომაიშვილმა.
მოსახლეობა ხვალამდე დაიშალა და ელოდება ადგილობრივი ხელისუფლებიდან სწრაფ რეაგირებას, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ინერტული მასალის ამოღება მდინარე ბჟუჟიდან.