ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით დავით ნარმანიამ ბიძინა ივანიშვილს თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიიდან 40 ჰექტარი საკუთრებაში გადასცა.
"სინდისიც კაი საქონელიაო – ანტიეროვნულო ნაციონალებო.
ვისაც ბოტანიკური ბაღის ბედი მართლა გაღელვებთ – ყურადღებით წაიკითხეთ ეს პოსტი.
რუქაზე:
1. – "მწვანე ფერი" ბოტანიკური ბაღია 97 ჰა.
2. – "მწვანე ფერი ზოლებით" – ტერიტორია 4 ჰა, რომელიც კომპანია "ფინსერვისს", "ნაციონალურმა მოძრაობამ" მაშინ მოჰყიდა, როდესაც ივანიშვილი კაი ბიძია იყო. დღეს კი ეს ტერიტორია "ფინსერვისმა" – ბოტანიკურ ბაღს გადასცა – "რუხი ფერი ზოლებით" ტერიტორიის სანაცვლოდ. აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე გაშენებულია ხეხილოვან მცენარეთა კოლექცია, მიმდებარე ტერიტორიას ბაღის თემატური განვითარებისათვის დიდი პოტენციალი გააჩნია.
3. – "რუხი ფერი" "ფინსერვისის" კუთვნილი 10 ჰა, რომელიც ნაციონალებმა მიჰყიდეს.
4. – "რუხი ფერი ზოლებით" – ტერიტორია 4 ჰა, რომელიც ბოტანიკურმა ბაღმა გაუცვალა "ფინსერვისს" – 'მწვანე ფერი ზოლებით" სანაცვლოდ. ბოტანიკურ ბაღს სამხრეთ- დასავლეთ ნაწილში აქამდე გამოუყენებელი, აუთვისებელი ქვა-ღორღოვანი განაპირა ფერდობის სანაცვლოდ, შემოუერთდა მისი განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ვაკე-ტერიტორია თაბორის მთაზე.
5. – "ლურჯი ფერი" – 30 ჰა, რომელიც აუქციონზეა გამოტანილი გასაყიდად.
6. – კრწანისი-შინდისის დაპროექტებული გზა. შემოერთებული ტერიტორიით ბოტანიკური ბაღი უშუალოდ დაუკავშრდება “კრწანისი-შინდისის” ახალ გზას, რის შედეგადაც ბაღში გაჩნდება ახალი ალტერნატიული შესასვლელი. ასევე, თაბორის მთაზე მოეწყობა ახალი ტურისტული მარშრუტი. რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ქალაქისა და ბოტანიკური ბაღის საუცხოო ხედების დათვალიერება.
პ.ს. ამის მერე, მიდი და დაუჯერე ამ – ცრუპენტელა აფერისტებს.
ნაცებო – მართლა ასე გაუნათლებელი, ბნელი და შეუგნებელი გგონიათ ჩვენი მოსახლეობა, რომ შავს თეთრისგან ვერ არჩევდეს? თქვენ რომ მართლა სიმართლეს ამბობდეთ – პატიოსან ადამიანს – დაჯერება შერცხვებოდა!!!
პ.პ.ს. – გთხოვთ გაავრცელეთ – რომ ამათი ტყუილი – ყველამ გაიგოს!!!"-წერს კოკა ყანდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.