ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში წუხელ ქურდობა მოხდა. ა.გ. საცხოვრებელი სახლოდან ქურდებმა, საათები, მობილური ტელეფონები და ვერცხლეულობა გაიტანეს.
როგორც ა.გ. "გურია ნიუსს" განუცხადა, ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდა და ეძინათ. ქურდობის შესახებ კი დილით გაიგეს.
"პოლიციაში მაშინვე განვაცხადე, საქმეს იძიებენ"_ გვითხრა ა.გ.-მ.