ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, კაფე ვერდეს კუნძულებზე მდებარე ერთ-ერთ ყაზარმაში სამართალდამცავებმა 11 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის რვა სამხედრო და სამი ესპანეთის მოქალაქეა.
როგორც ცნობილია, ესპანელები ყაზარმაში აღდგენით სამუშაოებს ატარებდნენ.
ხელისუფლების განცხადებით, მათ სჯერათ, რომ მკვლელი უკმაყოფილო, ამჟამად დაკარგული ჯარისკაცია, ხოლო მომხდარი, სახელმწიფო გადატრიალებასთან ან ნარკოტიკებით ვაჭრობასთან არ არის დაკავშირებული.