პაპუა – ახალ გვინეაში, პრემიერ-მინისტრის, პიტერ ო’ნეილის გადაწყვეტილებით ავსტრალიაში თავშესაფრის მაძიებელთა დაკავების ცენტრები დახურეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო, რის მიხედვითაც ადამიანების დაკავება არაკონსტიტუციური იყო.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ჩასული ლტოლვილების მიმართ ხელისუფლება ალტერნატიულ ზომებს მიიღებს.
როგორც ცნობილია, კუნძულზე ამჟამად პატიმრობაში 850 მამაკაცი რჩება, რომელთა ნახევარი უკვე გასამართლებულია.