პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილი, სალაჰ აბდესლამი ბელგიის ფედერალურმა პროკურატურამ ფრანგ სამართალდამცავებს გადასცა. აღნიშნულ ინფორმაციას FRANCE24 ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ პარიზში ტერაქტი 2015 წლის 13 ნოემბერს მოხდა, ტერაქტის შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 350-ზე მეტი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, ხოლო აბდესლამი ტერაქტში მონაწილე ეჭვმიტანილებიდან ერთადერთია, რომელიც ცოცხალი გადარჩა.