არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატებმა" თბილისში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ნდობის დადგენის მიზნით, 1000 რესპოდენტი გამოკითხა. გამოკითხვა 2016 წლის 23 აპრილს ჩატარდა.
გამოკითხვის მიზანი იყო საზოგადოებაში არსებული განწყობის შესწავლა, რაგადანაც ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო კვლევების ორგანიზაციების NDI და IRI-სადმი ნდობის ხარისხი ძალიან დაბალია.
გამოკითხვის შედეგად შემდეგი სურათი იხატება:
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნების დღე იყოს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას?
58,3% – აპირებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, 16,4% – არ აპირებს მონაწილეობის მიღებას, 25,3% – ჯერ არ გადაუწყვეტია.
ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნების დღე იყოს, რომელ პოლიტიკურ ძალას (პარტიას, გაერთიანებას) დაუჭერდით მხარს?
34.3% – ,"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო", 14.6% – ,"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", 10.1% – "თავისუფალი დემოკრატები", 9.2% – ,"პატრიოტთა ალიანსი".
7.1% – ",ლეიბორისტული პარტია", 4,7% – "დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო" , 3,8% – ახალი პოლიტიკური ცენტრი – "გირჩი", 3,2% – ,"რესპუბლიკური პარტია"
1,8% – "ეროვნული ფორუმი", 1.2% – ,"სოციალ–დემოკრატები", 1.1% – "რეფორმატორები" , 0,7% – "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს’" 0.7% – ,"კონსერვატიული პარტია" .
0.6% – "ბედნიერი საქართველო", 6.9% – არცერთს.
რომელ პოლიტიკოსს ენდობით ყველაზე მეტად?
გიორგი კვირიკაშვილი – 25.9%, დავით ბაქრაძე – 12.6, ირაკლი ალასანია – 7.2% , ირმა ინაშვილი 6.8% , დავით სერგეენკო – 5.6%, შალვა ნათელაშვილი – 5.2% , კახა კალაძე – 4.9% , ბიძინა ივანიშვილი – 4.5% , გიორგი მარგველაშვილი – 4.4% , პაატა ბურჭულაძე – 4.0%, დავით უსუფაშვილი – 2.9%, ნინო ბურჯანაძე – 2.7% , მიხეილ სააკაშვილი – 2.2%, ირაკლი ღარიბაშვილი – 2.1%, ზურა ჯაფარიძე – 1.3%.
რა განაპირობებს თქვენს გადაწყვეტილებას მონაწილეობა მიიღოთ არჩევნებში და საერთოდ იყოთ აქტიური მოქალაქე?
სამოქალაქო პასუხისმგებლობა – 39.8%, ქვეყანაში ცვლილებების სურვილი – 29.7% რეალისტური საარჩევნო პროგრამები – 17.3%, სააჩევნო სიებში ახალი საინტერესო სახეების და გამოცდილი პროფესიონალების არსებობა – 13.2%.
"ახლგაზრდა ადვოკატების“ გარდა, საზოგადოებრივი აზრის კვლევა აწარმოა პარტია "ბედნიერი საქართველოსთვის" მიერ დაქირავებულმა სოციოლოგიურმა კომპანია "აცეტემ." კვლევის მონაცემები მხოლოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის აზრს ასახავს. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ქობულეთის მოსახლეობის 50 % მხარს მომავალ არჩევნებში პარტია "ბედნიერი საქართველოსთვის" უჭერს, ხოლო პარტიის დამფუძნებელს ლეონიდ ჩერნოვეცკის გამოკითხულთა 78% ენდობა. თურმე ქობულეთელთა დიდი მაწილი მას მომავალ პრეზიდენტადაც კი მიიჩნევს.
აღსანიშნავია, რომ "ახალგაზრდა ადვოკატები" მოუწოდებენ საქარველოს პრეზიდენტს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სოციოლოგიური კვლევის ახალი ორგანიზაციების შექმნას.