საბერძნეთში ლტოლვილებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, ლტოლვილებმა სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს და ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა.
როგორც ცნობილია, ბანაკში 3 000-მდე ლტოლვილი იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბანაკში დაპირისპირება საბერძნეთისა და ჰოლანდიის მიგრაციის მინისტრების ვიზიტს მოყვა.
ცნობისთვის, ლტოლვილებმა ევროკავშირსა და თურქეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც საბერძნეთში ჩასული ლტოლვილების თურქეთში დაბრუნება ხდება.
ამავე თემაზე:
რას სთავაზობს ევროკავშირი თურქეთს მიგრანტების კრიზისის მოსაგვარებლად