საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთ ამინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე გრონინგენის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
ევროპის კომისიის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის (ECHO) მიერ დაფუძნებული სამაგისტრო პროგრამა "ჰუმანიტარული მექანიზმი" ევროპის 8 უმაღლეს სასწავლებელში და მათ შორის გრონინგენის უნივერსიტეტშიცისწავლება.
სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში მოქმედი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ბენეფიციარებთან შეხვედრის მიზნით,საქართველოს სტუმრობენ. წელს საქართველოში ვიზიტორთა ჯგუფი ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნის 33 სტუდენტისგან შედგება.
შეხვედრისას მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს სამინისტროში მიმდინარე პროექტები გააცნო. გრიგოლ გიორგაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საკითხებზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ეკომიგრანტების, მიგრანტების, ლტოლვილებისა და რეპატრიანტების საკითხები.
სტუდენტები დევნილთა სამინისტროში მიმდინარე ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის საქმიანობით დაინტერესდნენ.
დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ და ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა ოსკარს კასტენსმა სტუდენტებს პროექტის ძირითადი მიზანი გააცნეს.
პროექტის მიზანია, მხარი დაუჭიროს სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დევნილთა სამოქმედო გეგმისა და საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის ეფექტურად განხორციელებაში. ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი ასევე ეხმარება სამინისტროს დევნილთა პროგრამა IV-თან დაკავშირებული შესაბამისობის კრიტერიუმების შესრულებაში.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.სტუდენტებმა მინისტრის მოადგილეს შეკითხვები დაუსვეს და საინტერესო შეხვედრისათვის მადლობაგა დაუხადეს. გრონინგენის უნივერსიტეტის მაგისტრანტებთან შეხვედრა ტრადიციულად ყოველ წელ სიმართება.
(R)