გარემოს ეროვნული სააგენტო 28 აპრილიდან 2 მაისამდე მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
28 – 30 აპრილს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, 29 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი.
1 მაისს ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი, დღისით ზოგან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა საქართველოში +17, +22° იქნება.
2 მაისს შედარებით დათბება და ჰაერის ტემპერატურა +20, +25° იქნება.