საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტმა საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას" ეროვნული ლიცენზია მიანიჭა, რაც, როგორც "გურიას" მესვეურები ამბობენ, კლუბის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.
ლიცენზირების კომიტეტმა ლიცენზიის მიღება უშუალოდ მიულოცა კლუბს და შემდგომი წარმატებებიც უსურვა.
მუნიციპალიტეტის გამგებელი და "გურიას" პრეზიდენტი ზაზა ურუშაძე ეროვნული ლიცენზიის მინიჭებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მოპოვება "საკმაოდ რთული და შრომატევადი სამუშაოს" შედეგია.
"მინდა "გურიას" გულშემატკივრებს მოგილოცოთ კლუბის მიერ ლიცენზიის აღება. მე დაგპირდით, რომ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებდით. საკმაოდ რთული და შრომატევადი სამუშაოს ჩატარება მოგვიხდა, რისი შედეგიცაა, რომ არსებობის მანძილზე, "გურიამ" პირველად მიიღო ლიცენზია! გილოცავთ და გპირდებით, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ერთად გავიხაროთ ჩვენი კლუბის წარმატებებით!" _ნათქვამია ურუშაძის მილოცვის ტექსტში.