IDFI-ს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამწლიანი სასამართლო დავა, საბოლოოდ არასამTავრობო ორგანიზაციის გამარჯვებით დასრულდა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივარი და უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება IDFI-ს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ინფორმაცია უწყებაში გაცემული პრემია/დანამატის შესახებ, რომელსაც შსს დღემდე ასაიდუმლოებდა.
IDFI მოუწოდებს შსს-ს, პროცესის შემდგომი გაჭიანურების გარეშე, გასცეს მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია თანამდებობის პირთა მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების შესახებ.
"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შსს სრულად აღასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას და ამით საბოლოოდ დაესმევა წერტილი იმ მანკიერ პრაქტიკას, როდესაც საჯარო დაწესებულებები უარს აცხადებენ გასცენ კანონდებლობით დაწესებული საჯარო ინფორმაცია", _ აღნიშნავენ ორგანიზაციაში.