საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის "Check In Georgia"-ს ფარგლებში ოზურგეთში ოთხი კონცერტის ჩატარდება არის დაგეგმილი.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ოთხივე კონცერტში მონაწილეობას ქართველი მომღერლები მიიღებენ.
თუმცა, ამ ეტაპზე არ არის ცნობილი თუ რომელი მომღერლები იმღერებენ ქალაქ ოზურგეთში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ კონცერტებში.
"ოზურგეთში გასამართ კონცერტებში მონაწილე მომღერლების სია ჯერჯერობით შედგენილი არ არის. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა მომღერალთან. სავარაუდოდ, მაისის ბოლოს გახდება ცნობილი, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ კონცერტებში", _ უთხრეს "გურია ნიუსს" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კონცერტები 26 ივნისს, 10 და 23 ივლისს, ასევე, 8 სექტემბერს გაიმართება.