ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულები 9 მაისს საპროტესტო აქციებს იწყებენ.
როგორ "გურია ნიუსისთვის" გახდა ცნობილი, დასაქმებულები სს "ჯორჯიან მანგანეზს" რამდენიმე პირობას უყენებენ, მათ შორის:
1. ინფლაციის პირობებში ხელფასების ავტომატური ინდექსაცია;
2. წლის განმავლობაში ანაზღაურებადი შვებულების განსაზღვრა (როგორც წინა კოლექტიურ ხელშეკრულებაში იყო და ინდივიდუალურ კონტრაქტში) 30 სამუშაო დღის ოდენობით და მძიმე მავნე და საშიშპირობებიან სამუშაო ადგილზე დასაქმებული პირებისათვის დამატებითი 10 კალენდარული დღის ოდენობით.
3. დასაქმებულთა იძულებითი მოცდენის შემთხვევაში ასანაზღაურებელი ტარიფის განსაზღვრა/არგანსაზღვრა;
4. ზეგანაკვეთური ნამუშევარი საათების გაზრდილი ოდენობით ანაზღაურება (კოეფიციენტი 1.5; უქმე დღეებში ნამუშევარი საათების ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ტარიფით ანაზღაურება კოეფიციენტი 1,5 5) და კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება;
6. შუალედური შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულება. მათ შორის, გოჩა კვანტრიშვილის ახალ სამუშაო ადგილზე ძველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით დასაქმება;
7. იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის წევრების შევიწროების და დევნის ფაქტების გამოძიება.
აღნიშნული მოთხოვნები იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა სს "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციას გუშინ გადაუგზავნა.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საწარმოსა და დასაქმებულებს შორის დანიშნული მედიაციის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა, ამ შეხვედრებს შედეგი არ მოჰყოლია.
ასევე, წერილში ნათქვამია, რომ "ჯორჯიან მანგანეზი" არ ასრულებს მედიაციის შუალედური შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.
სრულმასშტაბიანი უვადო გაფიცვა "ჯორჯიან მანგანეზის" ტერიტორიაზე 9 მაისს, 8:00 საათზე დაიწყება.
"გურია ნიუსი" აქვე გთავაზობთ სს "ჯორჯიან მანგანეზისთვის" გაგზავნილ წერილს.
(შინაარსის წასაკითხად, დააკლიკეთ ფოტოზე)