ავსტრიის კანცლერმა ვერნერ ფეიმანმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ფეიმანი პროფკავშირებიდან და SPO-ს ახალგაზრდული ფრთიდან ზეწოლას განიცდიდა.
"მე ვტოვებ თანამდებობას რადგან აღარ მაქვს პარტიის მხარდაჭერა,"_ განაცხადა ფეიმანმა.
როგორც ცნობილია, ვერნერ ფეიმანმა მის შემცვლელს წარმატებები უსურვა.