2015 წელს და 2016 წლის იანვრიდან აპრილამდე, საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების ოფიციალური ვიზიტებისთვის ბიუჯეტიდან 615 950 ლარი დაიხარჯა.
ამის შესახებ "გურია ნიუსის" მიერ პარლამენტიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციიდან ირკვევა.
კერძოდ, 2016 წლის იანვრიდან აპრილამდე, საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების ოფიციალური ვიზიტები საზღვარგარეთ 174 740 ლარი დაჯდა. ხოლო 2015 წელს, საერთო ჯამში 4410 210 ლარია დახარჯული.
როგორც ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2016 წლის იანვრიდან აპრილამდე საზღვარგარეთ, პარლამენტის 42 თანამშრომელი იმყოფებოდა. თანამშრომლების მივლინებების მინიმალურ-მაქსიმალური დანახარჯი 124 ლარიდან 8 000-ლარამდე მერყეობს.
ხოლო 2015 წელს საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტით 77 თანამშრომელი იმყოფებოდა. ვიზიტების მინიმალური და მაქსიმალური დანახარჯი 150 ლარიდან 10 416 ლარამდე მერყეობს.