"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრის დავით კოღუაშვილის განცხადებებს აფასებს პოლიტსაბჭოს მეორე ახალი წევრი მამუკა მდინარაძე.
"პირველ რადიოსთან" გაკეთებულ კომენტარში მდინარაძე ამბობს, რომ კოღუაშვილმა ყურადღება გაამახვილა ყოფილი მაღალჩინოსნების დადებით თვისებებზე, რომლებიც ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა ყოფილიყო გამოყენებული:
"კოღუაშვილს მათ დადებით თვისებებზე ჰქონდა აქცენტი გამახვილებული და წავიკითხე კონტექსტი, რომ ჯობდა ეს დადებითი თვისებები მათ სხვა რაკურსი მოეხმარათ ჩვენი ქვეყნისათვის. მე ასე გავიგე მისი განცხადება და ამ კონტექსტში რათქმაუნდა ვეთანხმები," _ აცხადებს მამუკა მდინარაძე.
რაცშეეხება, კოღუაშვილის განცხადებებს კოალიციის წევრებზე- მეჭიაური, თოფაძე და ა.შ. მდინარაძე ამბობს, რომ ნებისმიერი ადამიანის აზრი პატივისცემას იმსახურებს:
"რაც შეეხება თოფაძეს, მეჭიაურს და ისეთი განცხადებების ავტორებს, როგორ განცხადებებსაც ისინი აკეთებენ, მე ბუნებრივია ვერ ვეთანხმები ამ განცხადებებში, თუმცა ყოველთვის ვაფიქსირებ დ ავაფიქსირებდი, რომ ნებისმიერ აზრს, რომელიც გამოთქმულია ადამიანის, დეპუტატის თუ ჩვეულებრივი მოქალაქის მიერ, პატივს ვცემ.
ამ ადამიანებს აქვთ ძალიან დიდი დამსახურება ქვეყნის წინაშე იმიტომ, რომ მათ ფაქტიურად სიცოცხლე გარისკეს და 2012 წელს ისე იბრძოლეს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის.
შესაბამისად, მე მათ აზრს პატივს ვცემ, თუმცა, ბუნებრივია არ ვეთანხმები, საკმაოდ განსხვავებული აზრები მაქვს, და ვინაიდან პარტია ჩამოყალიბდება თავისი ამ აზროვნების მიმართულებებით და ასეთი აზროვნების ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციის მომხრე ადამიანების კრებულს წარმოადგენს, შესაბამისად, მე ვფიქრობ, ამიტომაც გააკეთა ასეთი ტიპის განცხადება კოღუაშვილმა",- განაცხადა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა მამუკა მდინარაძემ "პირველ რადიოსთან" გაკეთებულ კომენტარში