"გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, რომ დაბა ნასაკირალში ნომერ 60/59 სარჩევნო უბანზე ლანჩხუთის საკრებულოს წევრს კახა ასკურავს, რომელიც არჩევნებს დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდა, უბნის დატოვება მოუწია.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ლანჩხუთის საკრებულოს წევრი კახა ასკურავა არასამთავრობო ორგანიზაცია "ანტიკორუფციული მედიაცენტრის" სახელი აკვირდებოდა არჩევნებს. თავად კახა ასკურავა "გურია ნიუსთან" ადასტურებს ამ ინფორმაციას.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საკრებულოს დეპუტატს არ აქვს უფლება არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით დააკვირდეს არჩევნებს. ასკურავა აცხადებს, რომ მან კანონის შესაბამისად დატოვა საარჩევნო უბანი და ამჟამად უბნის გარედან აპირებს პროცესებზე დაკვირვებას.
ჩვენს მირ მოპოვებული ინფორმაციით, ბათილად იქნა ცნობილი მისი გამოცემის დღიდან ცესკოს მდივნის N 2/63 2016 განკარგულება ცესკოში რეგისტრირებული "ანტიკორუფციული მედიაცენტრის" ნომერ 8 დამკვირვებლის კახაბერ ასკურავას რეგისტრაციისნაწილში.