ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ გეგმაზე მუშაობს, რომლის მიზანიც მოსახლეობის მიწის ქვეშ დასახლებაა.
ამ უჩვეულო გეგმას ორი კონკრეტული მიზანი აქვს – პირველი და უმთავრესი, არაბი ტერორისტების მხრიდან თავდასხმების შემთხვევაში, ასეთი ტიპის ნაგებობები ისრაელის მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და მეორე, მიწის ზედაპირიდან მოაშოროს ის ობიექტები, მიწის ქვევითაც შესანიშნავად რომ შეძლებენ საკუთარი ფუნქციის შესრულებას.
უპირველესად, საუბარია სავაჭრო ცენტრებზე, სპორტულ დარბაზებზე, საცურაო აუზებზე, მუზეუმებსა და კინოთეატრებზე. ეს ისრაელის ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, მიწის ნაკვეთები საცხოვრებელი სახლებისა და პარკინგის ზონებისთვის გაათავისუფლოს.
ისრაელისთვის მიწისქვეშა მშენებლობები აუცილებელია იმის გამო, რომ ქვეყანას მიწისზედა ფართობი უკვე აღარ ჰყოფნის. უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელის ისტორიაში მიწისქვეშა ტერიტორიების გამოყენება ახალი ამბავი არაა.