საქართველოს პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის, IREX–ისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში კომპიუტერული ტექნიკა, ყველა საჭირო მოწყობილობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოქმედ სამი სოფლის ბიბლიოთეკას გადაეცა.
პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის პირობები დაბა ურეკის, სოფელ შემოქმედისა და ძიმითის ბიბლიოთეკებმა დააკმაყოფილეს.
ახალი ტექნიკა დღეს ბიბლიოთეკებს ა(ა)ი.პ. "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო-საბიბლიოთეკო გაერთიანების" დირექტორმა რუსუდან მემარნიშვილმა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის წარმომადგენლებმა გადასცეს.