ყოფილი -პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკაა".
"რამეთუ დემოკრატიული ღირებულებები რომელიც შეიძლება შევადაროთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებსაც კი, ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. დაახლოებით 6-ჯერ გააჩნია რა განზომილებით მოვახერხებთ შედარებას, 6-ჯერ და უფრო მეტადაც ჩამორჩება განვითარებული ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ქვეყნებს. შესაბამისად, პრობლემა და ცდუნება დიდია, იმისა, რომ ხელისუფლებას ეს ყველაფერი მივაბრალოთ. რომ მან ვერ შეძლო და 3-4 წელიწადში პრინციპულად გადაეტეხა ეს პრობლემა, რაც თეორიულად შეუძლებელია ჩემი აზრით. რისი გაკეთებაც შეიძლებოდა გაკეთდა, დანარჩენს სჭირდება დაახლობეით, 10-15 წელიწადში და თუ ჩვენ მოვახერხებთ და ვიქნებით სტაბილურები; ყველა იმ ღირებულებებს დავიცავთ, უმოკლეს დროში მოვახერხებთ და ჩავდგებით განვითარებული ქვეყნების რიგში", _ განაცხადა ივანიშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა ეკონომიკაში რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის რეიტინგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ამ რეიტინგებზე უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი.
"თუ ნახავთ მსოფლიო ბანკის რეიტინგს, იქ მთავრობის ეფექტიანობის გამჭვირვალობის კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. პოზიციები მნიშვნელოვნად აქვს გაუმჯობესებული. აქვე გავიხსენებდი სავალუტო ფონდის კვლევას, რომელიც 2021 წლისთვის ეკონომიკური ზრდის ტემპზე გავაკეთებდი პროგნოზს, 12%-მდე გეგმავს ზრდას. თუ სწორად ვივლით 2030 წლისთვის საბოლოოდ ჩავდგეთ განვითარებული ქვეყნების რიგში", _ აღნიშნა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საერთო ეროვნული მაუწყებლების ჟურნალისტებს ხვდება.