საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ყოფილი თანაგუნდელების შეფასებები მის ღია წერილთან დაკავშირებით, არ წაუკითხავს. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, კომპლიმენტებით არ იხიბლება.
"დავიფიცებ, თუ წამეკითხოს, შვილებს გეფიცებით, გუბაზმა რაღაც თქვაო. არ მინახავს, არ მაქვს მაგის დრო და არც მაინტერესებს. პატარა ბიჭი აღარ ვარ, ასეთი კომპლიმენტებით აიყვანო, ან პირიქით, წყობიდან გამოიყვანო, ნაკლებ საინტერესოა ეგ ჩემთვის", _ აღნიშნა ივანიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მოხვდებიან თუ არა მაამებლური კომპლიმენტებისთვის კონკრეტული პირები პარლამენტში, ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ მსგავსი კომპლიმენტების შესახებ არ იცის.
"ვინ იყო არ ვიცი, თუ ვიცოდე უსინდისო ვიყო", _ განაცხადა ივანიშვილმა.
ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა ყოფილ პრემიერს მანანა კობახიძის განცხადება დაუსახელა, სადაც მან აღნიშნა, რომ ივანიშვილის წერილმა ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკა გაახსენა.
"მანანა კობახიძე ისედაც იმსახურებს და ვფიქრობ, შემდეგ პარლამენტში მანანა კობახიძე უნდა იყოს. ამას კვირიკაშვილი გადაწყვეტს. კვირიკაშვილის პოზიციაც რაც ვიცი, მგონი, მანანა კობახიძეზე კითხვა არ დგას", _ განაცხადა ივანიშვილმა.