1 ივნისს, ნინოობის დღესასწაულისა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა გამოფენა გამართეს თბილისში, "გარდენიაში", რომლის ხელმძღვანელმა ზურაბ შევარდნაძემ მოსწავლეებს ჩაუტარა "მწვანე გაკვეთილი".
შევარდნაძემ ბავშვებს "დეკუპაჟის" მეთოდით ყვავილების ქოთნების მოხატვა შეასწავლა. შემდეგ ბავშვებმა ქოთნებში ჩარგეს ყვავილები და ეს მოხატული ქოთნები ულამაზესი ყვავილებით საჩუქრად მიიღეს. "გარდენიაში" წარმოდგენილი 50-მდე მოსწავლის ნამუშევარი სიამოვნებით დაათვალიერეს უცხოელმა ტურისტებმა, რომლებმაც აღფრთოვანება ვერ დამალეს, რამაც არაჩვეულებრივი გარემო კიდევ უფრო მეტად მრავალფეროვანი გახადა.
ქეთევან კუკულავა