https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქალი პოლიტიკოსის კვირა _ ია ჩხაიძე

14:06; 13.06.2016
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ორშაბათი, 6 ივნისი, 2016 წელი

მიყვარს ორშაბათი! ყოველთვის ვცდილობ პოზიტიურად დაიწყოს ჩემი სამუშაო კვირა. ალბათ იმიტომ, რომ ენერგიით აღსავსე, დასვენებული, კარგი განწყობით მივეშურები სამსახურისკენ. ასე იყო ბავშვობაშიც, მოსწავლე რომ ვიყავი და ცოდნის მწვერვალებისკენ მივიწევდი, შემდეგ სტუდენტობა და პროფესიაში დახელოვნება, მერე თავად გავხდი მასწავლებელი და სხვებს ვუწევდი მეგზურობას ცოდნის სამყაროში.

როგორ სწრაფად გაფრენილა წლები, რა დიდი გზა გამივლია და ამ სავალზე იყო აღმასვლა, გამარჯვებები, დიდი სიყვარული, დედობით გამოწვეული ბედნიერება, მეგობრების გვერდში დგომა, მაგრამ იყო იმედგაცრუება და გულისტკივილიც. ბევრჯერ ჩავიმუხლე, თუმცა არასდროს დავცემულვარ. ბრძოლა, ხვალინდელი დღის იმედი და გამარჯვების ჟინი, დღესაც არის ჩემი ცხოვრების ქვაკუთხედი!

დღეს ორშაბათია, ჟუჟუნა წვიმაა და მზე პირს იბანს. სამსახურში მივიჩქარი. ვცდილობ ყოველთვის ფეხით წავიდე, ასე უფრო კარგად ვგრძნობ ჩემი ქალაქის მაჯისცემას, მიყვარს ლანჩხუთი, ვამაყობ ლანჩხუთელებითა და ლანჩხუთელობით!

მივდივარ ქუჩაში და ვხედავ მოფუსფუსე ადამიანებს, ახლა ქალაქში კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მოლოდინი მაქვს, რომ დავიბრუნებ ჩემი ბავშვობის ქალაქს – კოპწიას, ლამაზს, მოწესრიგებულს, ბედნიერი და ხალისიანი ადამიანებით სავსეს.

წვიმამ გადაიღო. უკვე სამსახურში ვარ. ვაღებ კარებს და იწყება ჩემი სამუშაო დღე. კომისიის სპეციალისტი, ხათუნა ვადაჭკორია თავის სამუშაო ამპლუაშია. ბატონი, კახა ურუშაძის სამუშაო მაგიდაზე „ლეპტოპია“ გახსნილი, ისიც სადღაც აქვეა. ამ ადამიანებთან ერთად უკვე ორი წელია, ერთ ოთახში ვმუშაობ. თითქოს, ეს ჩემი მეორე ოჯახია, სადაც ყოველთვის მიმიხარია.

მაგიდაზე მოსაწვევი დამხვდა _ ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, 16.00 საათზე, მწერალ გურამ ოდიშარიას წიგნის „პრეზიდენტის კატა“ პრეზენტაციაა.

მობილური ტელეფონის ზარია. მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელი ნონა იმნაძე მირეკავს, ზაზა სულაბერიძის მუზეუმთან დაკავშირებით. ეს საკითხი პედაგოგებისა და ოჯახის თხოვნით განხილულ და მხარდაჭერილი იქნა კომისიის მიერ და მალე მოხდება უდროოდ დაღუპული, ახალგაზრდა მხატვრის, მოქანდაკისა და მწერლის შემოქმედების დაცვა და პოპულარიზაცია.

კომისიის სამუშაო ელექტრონულ გვერდს ვამოწმებ, ვეცნობი დავალებებს, ხვალ რიგგარეშე სესია გვაქვს. აი, გაზეთებიც შემოიტანეს, თვალს ვავლებ პრესას.

ოთახში გამგეობის სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, თამარ ფირცხალაიშვილი და განყოფილების ხელმძღვანელები: ქეთევან ებრალიძე და პაატა ურუშაძე მობრძანდნენ, სამუშაო კვირის ერთობლივად დასაგეგმად. ვიღებ მათგან ინფორმაციას შესასრულებელ საკითხებთან დაკავშირებით. თათბირი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, განვიხილეთ ყველა საკითხი, პრობლემები და დაისახა გზები მათ გადასაჭრელად.

კომისიის სპეციალისტთან ერთად განვიხილე, კომისიის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხები, მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები, დაიგეგმა მონიტორინგები, „კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებასა“ და „სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრში“.

უკვე პირველი საათია, შესვენებაზე გასასვლელად ვემზადებით და ამ დროს კარი მოკრძალებით შემოაღო ახალგაზრდების ჯგუფმა. ვაჟს ლანგარზე ულამაზესი ტორტი ედო, გოგონებს კი ხელში თერმოსები და ფუთები ეჭირათ. თამამმა გოგონამ აგვიხსნა თავიანთი მოსვლის მიზეზი – ისინი სამეწარმეო სკოლის ახალგაზრდები აღმოჩნდნენ, აქტივობის განსახორციელებლად თავად დაამზადეს ყველაფერი და ორ ლარად სთავაზობენ ყველა მსურველს, ყავასა და ტორტს.

საინტერესო იყო ახალგაზრდებთან საუბარი. შესვენებაზე აღარ წავედით, შევიძინეთ ტორტი და ყავა. ახალგაზრდობის ამ აქტივობამ საოცარი პოზიტიური განწყობა შემიქმნა, მჯერა, რომ თითოეული მათგანი წარმატებული და რეალიზებული იქნება ცხოვრებაში, რადგან ისინი თავიანთი შრომით იწყებენ მომავლის შენებას.

მალე ოთხი საათი გახდება და მივიჩქარი ცენტრალური ბიბლიოთეკისაკენ, დარბაზი სავსეა ბატონ გურამ ოდიშარიათან შესახვედრად. საოცრად თბილი, ამაღელვებელი განწყობა სუფევს, ანსამბლი „მხედრების“ სიმღერით იწყება შეხვედრა. ბატონი გურამის შემოქმედებაზე ისაუბრა პოეტმა შოთა ზოიძემ, ქალბატონმა ლია ურუშაძემ და შემდეგ თავად მწერალმა გაგვაცნო თავისი რომანი „პრეზიდენტის კატა“.

მსმენელი ბატონი გურამის ტყვეობაში მოექცა. სულგანაბული ვუსმენდით ამ სულანთებულ ადამიანს, რომელმაც აფხაზეთში დაგვაბრუნა, იქაური სურნელი მოგვიტანა, ტკივილი განგვიახლა და სოხუმში დაბრუნების იმედი ჩაგვისახა.

საღამო დასასრულს მიუახლოვდა. იყო ოვაციები აღტაცება, სამადლობელი თბილი სიტყვები. ეს არ იყო მხოლოდ წიგნის პრეზენტაცია, ეს საღამო იყო დაუდგრომელი, ბობოქარი და უკვდავი, ქართული სულის ზეიმი.

სახლში დავბრუნდი დიდი შთაბეჭდილებებით, ბატონი გურამის ნაჩუქარი წიგნითა და სოხუმში დაბრუნების იმედით.

სამშაბათი, 7 ივნისი, 2016 წელი

გაღვიძებისთანავე ამყვა ფიქრები გუშინდელ დღეზე_ „ცხოვრება განვლილი დღეები კი არ არის, არამედ ის, რაც გახსოვს და როგორც გახსოვს, იმისთვის, რომ მოჰყვე“. ეს ჩემი საყვარელი მწერლის, გაბრიელ გარსია მარკესის სიტყვებია, რომელიც თავის ავტობიოგრაფიულ რომანს „იცხოვრო, რომ მოჰყვე“, წაუმძღვარა. დიახ, გუშინდელი დღე ბატონი გურამ ოდიშარიას მეხსიერებაში შემორჩენილი მოგონებები იყო მშობლიურ აფხაზეთზე, რომელსაც დიდი გრძნობით გვიყვებოდა.

სამსახურში მივიჩქარი… ჩანთაში ჩავალაგე ბატონი გურამის სახსოვარი წიგნები, რომელიც მთხოვა გადამეცა ბატონი ზაზა ურუშაძისა და გიორგი ხელაძისათვის.

სამუშაო ოთახში ხელჩანთა დავდე. კომისიის სპეციალისტს რამდენიმე დავალება მივეცი და საკრებულოს თავმჯდომარის ოთახისკენ გავეშურე.

ბატონ გოგის ავტოგრაფით დამშვენებული წიგნი გადავეცი და გულისხმიერი მადლობა მივიღე მისგან. შემდეგ საკრებულოს სხდომის საკითხებზე დეტალები დავაზუსტე და სამუშაო ოთხში დავბრუნდი.

14.00 საათზე დაიწყო საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადების საფუძველზე ორი საკითხით იყო წარმოდგენილი. ეს ბიუჯეტის ცვლილებებს შეეხებოდა. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გახორციელების მიზნით, 850 000 ლარი გამოეყო ჩვენს მუნიციპალიტეტს, რომელიც მოხმარდება გზების, ხიდების და ნაპირსამაგრ სამუშაოებს.

მეორე საკითხი ქონების გადასახადის შემოღებას შეეხებოდა. ორივე წარმოდგენილ საკითხს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

სხდომის დამთავრების შემდეგ, ოზურგეთის „პედაგოგთა კავშირის“ წარმომადგენლები გვეწვივნენ. მათ გვთხოვეს, ორგანიზება გაგვეწია, საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფილმის ჩვენებისათვის, რომელიც ლანჩხუთის რაიონში მცხოვრები ხუთი ოჯახის პრობლემურ საკითხებზე გადაიღეს. აპარატის უფროსთან, ნინო ძიძიგურთან ერთად შევათანხმეთ საორგანიზაციო საკითხები და მომავალ შეხვედრამდე დავემშვიდობეთ, ქალბატონ, მარინა თოფურიას.

ნაყოფიერი აღმოჩნდა მუნიციპალიტეტის გამგებელთან ბატონ ზაზა ურუშაძესთან ჩემი და სოციალური სამსახურის უფროს თამარ ფირცხალაიშვილის შეხვედრა. განვიხილეთ ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოების დროს პანდუსების დამონტაჟების საკითხი; ხუხუნაიშვილების სახელობის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლისათვის, წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გადაცემა; ქალაქის ცენტრალურ პარკში მონიტორის ამოქმედება, ხელოვნურსაფარიანი სტადიონების შეკეთება და სხვა მნიშვნელოვანი თემები.

18.00 საათისათვის, კომისიის სპეციალისტთან და ჩემ კოლეგა ელენე ნაჭყებიასთან ერთად გავეშურე კულტურის სახლში, სპექტაკლის რეპეტიციაზე დასასწრებად.

გასულ წელს ჩვენი კომისიის ინიციატივით, საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ხელაძისა და გამგებლის, ზაზა ურუშაძის ხელშეწყობით, ახალი სიცოცხლე დაიწყო ეგ. ნინოშვილი სახელობის სახალხო თეატრმა. 10-წლიანი პაუზის შემდეგ, 2015 წლის 29 ნოემბერს, რეჟისორმა დავით წერეთელმა დადგა ლ. ბუღაძის პიესა „ნაფტალინი“, სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა ლანჩხუთის საზოგადოებაში. ბავშვებისათვის გაკეთდა თოჯინების თეატრი, დაიდგა მიხალკოვის პიესა „სამი გოჭი“. ივნისის ბოლოსათვის კი იგეგმება გერნეტის პიესა „ბატის ჭუკი“. 15-16 ივნისისათვის გაიმართება ლ. ბუღაძის პიესის „ნუგზარი და მეფისტოფელის“ პრემიერა, რომლის რეჟისორი გახლავთ დავით წერეთელი.

სანამ რეპეტიცია დაიწყებოდა, შემოგვიერთდა ვ. წულაძის სახელობის მუზეუმის ხელმძღვანელი მაია ჩხაიძე. რეჟისორთან და მსახიობებთან ერთად გავიარეთ თეატრის ყველა პრობლემატური საკითხი და ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე.

რეპეტიციამ წარმატებით ჩაიარა. თეატრში, ჯერ კიდევ „დუღილის პროცესია“ და გენერალურ რეპეტიციამდე დავემშვიდობეთ ჩვენს მასპინძლებს.

ოთხშაბათი, 8 ივნისი, 2016 წელი

დღეისათვის, კომისიის წევრების მიერ, დაიგეგმა სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგი. ჩვენ, ყოველთვის ერთობლივად ვწყვეტთ – თუ როდის, სად, რა აქტივობა უნდა გახორციელდეს. სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაში სულ 13 დეპუტატია და უმეტესობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია, მაგრამ ჯერ არ ყოფილა არცერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გადაწყვეტაში ერთიანი არ ვიყავით. ეს არის ჩემი კოლეგების მხრიდან საქმისადმი რეალური, გულისხმიერი და პასუხისმგებლური დამოკიდებულება. ვიცი, არ მიწყენენ, ძლიერი სქესის წარმომადგენლები და უნდა ვთქვა: რაც შეიძლება, მეტი ქალი უნდა იყოს პოლიტიკაში, რადგან მათ კარგად იციან პრიორიტეტების განსაზღვრა, უფრო ფაქიზად და გულისხმიერად უდგებიან ოჯახურ, სოციალურ-კულტურულ და საგანმანათლებლო საკითხებს.

მონიტორინგის ჯგუფი 12.00 საათზე გავიდა საკრებულოს შენობიდან, ჯგუფის სამიზნეა – სუფსის ზონაში არსებული სკოლამდელი დაწესებულებების შემოვლა და იქ არსებული პრობლემების შესწავლა.

პირველად ახალსოფლის საბავშვო ბაღში მივედით, სადაც შემოგვიერთდა სუფსის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ჯუმბერ ბლაგიძე. სკოლამდელი დაწესებულება კერძო ოჯახშია განთავსებული. შენობა არ არის სტანდარტული, არც თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისობაშია, თუმცა მოწესრიგებულია სველი წერტილები და სამზარეულო, შესასვლელებში განთავსებულია დეზობარიერები. კომისიის წევრებმა „ბახილების“ ჩაცმის შემდეგ შევძელით შენობაში შესვლა, რადგან ყველა ბაღში სადაც მივედით, მკაცრად კონტროლდება უცხო პირების შესვლა, რათა არ მოხდეს რაიმე სახის ინფექციის შეტანა.

მონიტორინგის ჯგუფში დეპუტატი და ექიმი ნონა მურვანიძეა. ის ყველა დეტალს, რაც სამედიცინო და სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით მნიშვნელოვანია, საგულდაგულოდ ნახულობს. საბავშვო ბაღში მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა თანამშრომლებისა და მშობლების გზავნილია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან – აგვიშენეთ „ჩვენი ოცნების საბავშვო ბაღი“.

ამის შემდეგ სუფსის საბავშვო ბაღში გადავინაცვლეთ. ისიც კერძო ოჯახშია განთავსებული. სოფელში არსებული საბავშვო ბაღი ავარიული იყო და ამიტომაც გადაწყდა მათი აქ გადმოყვანა. ორ ჯგუფში 53 აღსაზრდელია, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და აქაც მოსახლეობა ახალ საბავშვო ბაღს ითხოვს.

ღრმაღელის საბავშვო ბაღში სოფლის მაჟორიტარი, ჩვენი კომისიის წევრი, თემურ მარშანიშვილი გვმეგზურობს. ამ ბაღში 46 აღსაზრდელია და მათ გადაუდებლად ესაჭიროებათ შენობის სახურავის შეკეთება, მცირე კოსმეტიკური რემონტი და სათანადო ინვენტარი.

კომისიის წევრების გადაწყვეტილება იყო წყალწმინდის ახალაშენებული საბავშვო ბაღის მონახულება. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების მხრიდან რამდენჯერმე გაჟღერდა იქ არსებული პრობლემები, რომლის მოგვარების გარეშე შეუძლებელი გახდა ამ ბაღის გახსნა. მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ურუშაძის მოთხოვნით, დაევალა შპს „ხუროს“ იქ არსებული ხარვეზების გამოსწორება.

საბავშვო ბაღში, წყალწმინდის საშუალო სკოლის ეზოდან მივედით, შორიდანვე გამოჩნდა ახლადაშენებული ულამაზესი შენობა, იქ მისულებს მუშები და ხელოსნები დაგვხვდნენ. როგორც მათ აგვიხსნეს, ყველა პრობლემა და ხარვეზი გამოსწორდება რამდენიმე კვირაში და წყალწმინდის საბავშვო ბაღი მზად იქნება აღსაზრდელების მისაღებად. აქ უკვე დალაგებულია შეფუთული ინვენტარი და ყველა საჭირო ტექნიკა, რათა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოხდეს მისი აღჭურვა.

მონიტორინგის ჯგუფი საკრებულოს შენობაში 17.00 საათზე დაბრუნდა. კომისიის სპეციალისტმა ჩაინიშნა ყველა დეტალი და ინფორმაცია, რომელიც უახლოეს კომისიის სხდომაზე მოხსენდება დეპუტატებს და გადაეცემა აღმასრულებელ ხელისუფლებას, შემდეგი რეაგირებისათვის.

სახლში დაღლილი დავბრუნდი, მსუბუქად ვივახშმე და კომპიუტერთან მოვკალათდი. გვიან ღამემდე ინფორმაციების ზღვაში ჩავიძირე.

ხუთშაბათი, 9 ივნისი, 2016 წელი

ისევ წვიმიანი დილა გათენდა. თავსხმაა. ძლივს მივედი ავტომობილამდე. სამუშაო ოთახში შესულს მაგიდაზე წიგნი დამხვდა – „ნიჭიერი თაობა“. გადავშალე და პირველ გვერდზე ჩემთვის განკუთვნილი თბილი, სამადლობელი სიტყვები ამოვიკითხე _ ჩვენს ნამდვილ გულშემატკივარს, ქალბატონ ია ჩხაიძეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გოგონათა ექსპერიმენტალური სარაგბო-საფეხბურთო სკოლის მოსწავლეებისგან.

გადავფურცლე წიგნი, რომელშიც თავმოყრილი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის წარმატებული, შემოქმედი და სპორტსმენი ახალგაზრდების მიღწევები, მათ შორის ჩვენი საამაყო გოგონებისათვის საპატიო ადგილია დათმობილი. როცა საკრებულოს სხდომაზე წყდებოდა ამ სკოლის შექმნის საკითხი, აზრთა სხვადასხვაობა იყო და მას ხმაურიანი დაპირისპირება მოჰყვა. საბოლოოდ, საღმა აზრმა გაიმარჯვა და დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მის დაფუძნებას. 2015 წლის იანვრიდან ფუნქციონირება დაიწყო ამ სკოლამ და დღეისათვის მას საქართველოში ანალოგი არ აქვს. ყველაზე წარმატებული ჩვენი ლანჩხუთელი გოგონები არიან. ამჟამად სკოლაში 105 მოსწავლეა, ამათგან ოთხი გოგონათა ფეხბურთის ნაკრების წევრია, მონაწილეობდნენ ევროპის შესარჩევ ტურნირებში, იყვნენ ბელგიაში, შვეიცარიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში. რაგბის ქალთა ეროვნულ ნაკრებში ოთხი ლანჩხუთელი გოგონა ასპარეზობს. ამ სკოლას ხელმძღვანელობს ბატონი დურმიშხან ჩხაიძე, ლანჩხუთელი კოლორიტი, სპორტზე უზომოდ შეყვარებული კაცი. მიმდინარე წლის, 19 ივნისს, აჭარის რეგიონში, იასპარეზებენ გოგონები. 25 ივნისს კი, ლანჩხუთში, ეროვნული წრის პირველ თამაშში, ქუთაისელ გოგონებს გაუწევენ მეტოქეობას.

11.00 საათზე კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებიდან მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებთან ურთიერთობის წამყვანი სპეციალისტი თამაზ ცინცაძე გვესტუმრა. მასთან ერთად განვიხილე საკითხები, რომლებიც მუზეუმებში სამეცნიერო საქმიანობას შეეხებოდა.

შემდეგ მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და ბიბლიოთეკების გაერთიანების ხელმძღვანელებს შევხვდი, დაიგეგმა ირაკლი მახარაძის წიგნის – „გურიის რესპუბლიკა“_ პრეზენტაცია.

დღის მეორე ნახევარში „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ხელმძღვანელთან, ქალბატონ მზია კვირკველიასთან ერთად განვიხილეთ 21, 22, 23 ივნისისათვის დაგეგმილი, ეროვნული სკრინინგ ცენტრის უფასო მომსახურება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის. ჩატარდება მამოგრაფია, ექოსკოპია, PSI-ის ლაბორატორიული ანალიზი და სხვა სამედიცინო მომსახურება. ეს სამედიცინო ჯგუფი მუნიციპალური პროგრამიდან უზრუნველყოფილი იქნება ბინით და მათ ყველა პირობა შეექმნებათ სამედიცინო მომსახურების გასაწევად.

სამუშაო დღის ბოლოს მივიღე მოსაწვევი, მეორე საჯარო სკოლიდან, 13 ივნისს გვეპატიჟებიან სპექტაკლზე, ო’ ჰენრის „უკანასკნელი ფოთოლი“. აუცილებლად წავალ, რადგან ვიცი, რომ საინტერესო და ლამაზი საღამო მელოდება.

პარასკევი, 10 ივნისი, 2016 წელი

წუხელ გვიან დავიძინე, ჩემი საყვარელი მწერლის გაბრიელ გარსია მარკესის რომანს – „იცხოვრო, რომ მოჰყვე“ ვკითხულობდი. დასრულდა დიდ მწერალთან ერთად მის მოგონებებში მოგზაურობა. კიდევ ერთხელ შევიგრძენი მისი მაგიური კალმის ძალა და ხიბლი. გავიგე მისი ყრმობისა და ახალგაზრდობის, შემოქმედებითი წვის და საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ. ასევე, თუ როგორ ქმნიდა ჩემს საყვარელ წიგნებს: „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ და „მარტოობის 100 წელი“. საოცარია მისი ფიქრები თავისსავე შექმნილ პერსონაჟებზე, რომლებთანაც მრავალი წლის შემდეგ, როგორც კრიტიკოსი ისე საუბრობს.

სამსახურში მივიჩქარი. დღეს, ლანჩხუთში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეგიდით სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტია დაგეგმილი. ვიცი, ჩემს ქალაქს დღეს, დიდი დღესასწაული ელოდება!

სამსახურში მისვლისთანავე გადავხედე სამუშაო ელექტრონულ გვერდს, გავეცანი პრესას. სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის, სუფსის ზონის, კოორდინატორი ბესო კუპრაძე მობრძანდა, მასთან ერთად გავიარე არსებული პრობლემები და მისი გადაჭრის გზები.

გადავხედე კომისიის სამუშაო გეგმას. მომავალი კვირა საკმაოდ დატვირთული ჩანს, ცალკე ჩავინიშნე შესასრულებელი საკითხები და მომავალი სამუშაო კვირის კონტურები გამოიკვეთა.

18.00 საათისთვის კულტურის სახლისაკენ გავემართე, შესასვლელთან ბატონი ფრიდონ სულაბერიძე შემხვდა. ძალიან გამიხარდა მისი დანახვა, გულთბილად მოვიკითხე ყველასათვის სათაყვანებელი ლეგენდარული პიროვნება, ამ დროს ჟურნალისტები გამოჩნდნენ და ბატონი ფრიდონი მათ „ტყვეობაში“ აღმოჩნდა.

დარბაზი გადაჭედილი იყო. გაიხსნა ფარდა და მაყურებლის წინაშე სრული ბრწყინვალებით წარსდგა ანსამბლი „რუსთავი“. ეს არ იყო მხოლოდ სიმღერა და ცეკვა, ეს იყო სცენაზე გაცოცხლებული საქართველოს

ლეგენდარული ისტორია. ღმერთების საგალობელი, ჩვენი კუთხეების ხიბლი და სურნელი. ეს იყო დროის მონაკვეთი, როდესაც მაყურებელმა ულამაზეს სამყაროში გადაინაცვლა. კონცერტი დასრულდა. მადლიერმა მაყურებელმა მქუხარე ტაშითა და ოვაციებით გააცილა ანსამბლის ყველა წევრი. მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სახელით წილად მხვდა პატივი, მივსალმებოდი და მადლობა გადამეხადა ანსამბლ „რუსთავისათვის“. სამახსოვრო საჩუქრები გადავეცი სამხატვრო ხელმძღვანელს ანზორ ერქომაიშვილს და ლეგენდარულ მოცეკვავეს, მთავარ ქორეოგრაფს, ფრიდონ სულაბერიძეს.

ღამის 23.00 საათზე ქალაქის ცენტრალურ პარკში განთავსებულ მონიტორზე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის პირდაპირი ტრანსლაცია მოხდა, ლანჩხუთელი ფეხბურთის გულშემატკივრები ღია ცის ქვეშ თვალს ადევნებდნენ საყვარელ გუნდებს. მთელი ჩემპიონატის განმავლობაში, ლანჩხუთელებს შესაძლებლობა ექნებათ უყურონ საფეხბურთო მატჩებს.

შაბათი, 11 ივნისი, 2016 წელი

შაბათი დილა გათენდა. თავს უფლება მივეცი გვიან ავმდგარიყავი. მოვწესრიგდი და ჩემს ქალიშვილს დავუკავშირდი. ტელეფონზე შვილიშვილმა მიპასუხა. ჩემი დათუნა უკვე ოთხი წლისაა და ყველაფერზე „მიყიდე, მიყიდეს“ მეძახის, ამჯერად კი ტორტის გამოცხობა დამავალა, ჩემგან პირობა მიიღო და ტელეფონი გამითიშა.

დღეს დაგეგმილი მაქვს „ქართული ოცნების“ პარტიის ოფისში აქტივთან შეხვედრა. ვარ საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრი და ეს დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის. ამ ოფისში, დაარსების დღიდან ვმუშაობდი როგორც საარჩევნო სპეციალისტი და ორჯერ ვიყავი შტაბის წევრი. მინდა ჩემი გამოცდილება და შესაძლებლობები გამოვიყენო „ქართული ოცნების“ გამარჯვებისათვის, რადგან მჯერა, რომ ეს არის ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყანის გაძლიერება. მართალია, საკმაოდ დიდი კომისიის თავმჯდომარე ვარ და აქაც უდიდესი პასუხისმგებლობა მაკისრია, მაგრამ შევძლებ სამუშაო საათების შემდეგ და უქმე დღეებში სამსახური გავუწიო ჩემს გუნდს.

მოგვიანებით პარტიის თავმჯდომარე, ბატონი გიორგი ხელაძე შემოგვიერთდა. განვიხილეთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, შევხვდით პარტიულ აქტივს.

საღამოსთვის დავბრუნდი სახლში და ჩემს დასთან ერთად შევუდექი დათუნასთვის დაპირებული ტორტის მზადებას. გვიან ღამით ულამაზესმა ტორტმა მაცივარში დაიდო ბინა.

კვირა, 12 ივნისი, 2016 წელი

მზიანი დილა გათენდა. ამდენი წვიმის შემდეგ, როგორც იქნა დათბა და გამოვიზაფხულე. ამინდმა კარგ განწყობაზე დამაყენა. დღეს დათუნა ჩემთან რჩება. ჩემი ქალიშვილი და სიძე ქორწილში მიდიან. ვჩქარობ, მინდა ყველა საქმე დროულად დავამთავრო, რადგან ბავშვის მოსვლის შემდეგ, მთელი დრო მას უნდა დავუთმო. სახლთან მანქანა გაჩერდა, დათუნა თავისი სათამაშოებითა და „აღჭურვილობით“ ჩამობრძანდა ეზოში. შემდეგ ერთად წავედით ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, სანთლები დავანთეთ და დავბრუნდით სახლში.

დღევანდელი საღამო ჩემს ოჯახში უნდა გავატარო. სკოლაში არდადეგები დაიწყო, ჩემი ძმა და ძმიშვილები გრიგოლეთში წავიდნენ, იქ აქვთ დიდი და ლამაზი სახლი ზღვის სანაპიროსთან. ამიტომაც, მთელი ზაფხული იქ იქნებიან. თითქოს დაცარიელდა სახლი, აღარ ისმის ბავშვების ჟრიამული. სახლში მე და ჩემი და დავრჩით. მე თითქმის ყოველთვის გასული ვარ სახლიდან, ხშირად შაბათ-კვირაც დატვირთული მაქვს ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე; ამიტომ, მთელი ჯაფა ჩემს დას აწევს და ისიც უძღვება ოჯახურ საქმეებს.

ალბათ, რომ არა ჩემი ოჯახი, მე ვერ შევძლებდი ასე თამამად მიმეძღვნა ჩემი თავი იმ საქმისათვის, რომელსაც ვემსახურები. ვერ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ და მარტო ვერ შევძლებდი ცხოვრების გამკლავებას… მადლობა უფალს ამ წყალობისათვის! მადლობა იმისათვის, რომ მყავს მეგობრები, ახლობლები და ნათესავები, რომელთა გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრება.

დათუნას დედიკო და მამიკო ქორწილში წავიდნენ. მალე მეზობლის ბავშვები გვესტუმრნენ, კომპიუტერთან დასხდნენ და მულტფილმების ყურება დაიწყეს. ბავშვებისთვის სუფრა გაიშალა, შეპირებული ტორტი დათიმ და მისმა მეგობრებმა დააგემოვნეს. პატარები მალე აიშალნენ და სათამაშოდ ეზოში გადაინაცვლეს. მე სამზარეულოში ფუსფუსი გავაგრძელე… მარინა კი ბავშვებს თვალყურს ადევნებს…

დაღამდა. დღევანდელმა დღემ ოჯახურ გარემოში სასიამოვნოდ ჩაიარა. ვიცი, ხვალ მზიანი დილა გათენდება, რწმენითა და იმედით აღსავსე გადავეშვები ჩემი ცხოვრების ყოველდღიურობაში.

ასეთი იყო ჩემი ერთი კვირა. გემშვიდობებით და შემდეგი კვირის „ბლოგ-პოსტს“ ჩემს კოლეგას, ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატს მაია გიორგაძეს გადავაბარებ.

ია ჩხაიძე,

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომისიის თავმჯდომარე

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

პროკურორი: ყველა ბრალდებული ინდივიდუალურად აგებს პასუხს საკუთარი დანაშაულისთვის

18:15; 10 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ეს იყო სამარცხვინო წელი მათთვის, ვინც მართავს ქვეყანას

18:06; 10 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

საია: 2025 წელი საქართველოში შეზღუდული თავისუფლებების წელია

15:06; 10 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ვის ჩამოეწერება ჯარიმები

15:00; 10 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

რას აცხადებს ირაკლი კობახიძე გალის რაიონში საბაჟო ტერმინალის მშენებლობაზე

14:52; 10 დეკემბერი, 2025

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნა-არჩევის ვადები იზრდება

შსს ბათუმში 178 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალების ამოღების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

პროკურორი: ყველა ბრალდებული ინდივიდუალურად აგებს პასუხს საკუთარი დანაშაულისთვის

18:15; 10.12.2025
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ეს იყო სამარცხვინო წელი მათთვის, ვინც მართავს ქვეყანას

18:06; 10.12.2025
საზოგადოება

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა სრულდება – როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ვინც ვერ ისარგებლა პროგრამით

17:46; 10.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების ფინალური ეტაპი დაიწყო – საპრიზო ფონდი 500 000 ლარია

17:33; 10.12.2025
ფინანსები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები

17:17; 10.12.2025
მსოფლიო

რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

16:55; 10.12.2025
მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

16:24; 10.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 3500-ზე მეტმა სტუდენტმა შემოიტანა – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

15:53; 10.12.2025
საზოგადოება

“ჩემი აქ ყოფნის ერთადერთი მიზეზი არის, რომ მამა შორიდან ვნახო”- ნინი მანჯგალაძე

15:47; 10.12.2025
პოლიტიკა

საია: 2025 წელი საქართველოში შეზღუდული თავისუფლებების წელია

15:06; 10.12.2025
პოლიტიკა

ვის ჩამოეწერება ჯარიმები

15:00; 10.12.2025
პოლიტიკა

რას აცხადებს ირაკლი კობახიძე გალის რაიონში საბაჟო ტერმინალის მშენებლობაზე

14:52; 10.12.2025
პოლიტიკა

პაატა სალია: ევროკავშირის წევრი 17 ქვეყანა საქართველოს უსაფრთხო სახელმწიფოდ მიიჩნევს

14:48; 10.12.2025
მსოფლიო

სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

14:42; 10.12.2025
პოლიტიკა

როდემდე უნდა გაგრძელდეს მიწის სპორადული რეგისტრაცია და რა სიახლეებია

14:27; 10.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025
0

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო