სამინისტრომ მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა ბადრაგირებისთვის განკუთვნილი 11 ახალი ავტომობილი შეიძინა, მათ შორის ორი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბადრაგო ავტობუსია, რომლითაც ერთდროულად 18 პირის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი. ახალი საბადრაგო ავტომობილები აღჭურვილია ვიდეომონიტორინგის, ცენტრალური კონდინცირებისა და გათბობის სისტემებით.
ახალი ავტომობილები დღეს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ დაათვალიერა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, უწყება ყოველდღიურად ზრუნავს ევროპული სტანდარტების დამკვიდრებაზე.
"სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ყოველდღიურად ზრუნავს, რაც შეიძლება მალე დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს. დღევანდელი დღეც ამის ნათელი დადასტურებაა. ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნვა ჩვენი უწყებისთვის პრიორიტეტულია", _ განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.
(R)