"გაზიფიკაციის გეგმაში განკარგულებით უკვე ჩასმულია სოფლები: წყალწმინდა, ქვემო აკეთი და აცანა. გარდა ამისა, ველოდებით, რომ დანარჩენი სოფლების დაპროექტებაც მალე დამთავრდეს და გაზიფიკაციის სამუშაოები წელსვე დაიწყოს", _ ამბობენ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურში.
ივნისის პირველ რიცხვებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის გაზიფიკაციის განახლების სამუშაოები გახსნილად ქვეყნის ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ და "სოკარ-ჯორჯია-გაზის" გენერალურმა დირექტორმა აზერ მამედოვმა გამოაცხადეს, ენერგეტიკის სამინისტრომ კი გაავრცელა პრეს რელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ "2016 წელს გურიის რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულდება იგეგმება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გორაბერეჟოულის, ხიდისთავის, ზენობანის და ერკეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ასევე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დვაბზუში, ბახვსა და ლაითურში. წელს, ასევე, დაიწყება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების _ შრომისა და წვერმაღალას, ასევე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების _ დაბლაციხის, შუა ამაღლების, ამაღლებისა და სამების გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტი სამუშაოები".
ზემონახსენები სოფლებიდან, რომლებიც აქ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებადაა წარმოდგენილი, რეალურად, ლანჩხუთის შემადგენლობაში არ შედის. ამ ინფორმაციის გავრცელებამ გაზიფიკაციის მომლოდინე ლანჩხუთის სოფლების მოსახლეობას ეჭვის გაუჩინა: "ეტყობა, პროექტი შეიცვალა და გეგმიდან ამოგვიღეს", _ ფიქრობდნენ ისინი. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ საკითხთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამსახურში დამაიმედებელ პასუხს იძლევიან და ამბობენ, რომ პრესრელიზში, სამწუხაროდ, შეცდომა გაიპარა.