დღეს, ჩოხატაურში, „ივლიტას ბიბლიოთეკაში, გაიმართა შეხვედრა მოსახლეობასთან, რომელიც მიეძღვნა კიბოს პრევენციისა და ადრეული გამოვლენის საკითხს.
პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და მისი პარტნიორი ორგანიზაცია _ სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“ ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით. მასში აქტიურად არიან ჩართული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები დავით შარაშიძე და მაია პაიჭაძე.
პროექტის მიზანია კიბოსთან დაკავშირებული სტიგმის დაძლევა მოსახლეობის ინფორმირების გზით. შეხვედრაზე განხილული იყო კიბოს გამომწვევი რისკ-ფაქტორები, სწორი კვების და ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა, ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებები და კიბოს სკრინინგის პროგრამები, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია არსებობს საქართველოში სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების სახით.
მოსახლეობასთან შეხვედრის პარალელურად, ამავე პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ტრენინგები ჩოხატაურის სოფლის ექიმებისა და ექთნებისთვის. ტრენინგის მიზანია, შეახსენოს მედიცინის მუშაკებს „ონკოლოგიური სიფხიზლის“ მნიშვნელობა და ხელი შეუწყოს მათ ჩართულობას კიბოს პრევენციისა და ადრეული გამოვლენის ღონისძიებებში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved