გუშინ სააფრანგეთში მიმდინარე ფეხბურთელთა ევროპის პირველობაზე მორიგი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა.
უელსის ეროვნულმა ბელგია დაამარცხა – 3:1 და დაამტკიცა, რომ ამ ჩემპიონატზე ფავორიტის ცნება შემთხვევითია და წარმატების მიღწევა ნებისმიერ გუნდს შეუძლია.
უელსის ნაკრები ნახევარფინალში პორტუგალიას დაუპირისპირდება. საინტერესო იქნება ამ მატჩში მადრიდის "რეალის" ორი ვარსკვლავის, კრიშტიანო რონალდოსა და გარეთ ბეილის ურთიერთდაპირისპირება.
პორტუგალია-უელსის ჯახს რამდენიმე დღეში ვიხილავთ. მანამდე კი უელსელები ზეიმობენ.
რამდენიმე საათის წინ გარეთ ბეილის და მის თანაგუნდელებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა მიმართა. ამ უკანასკნელმა "ტვიტერის“ საკუთარ ბლოგზე შემდეგი სახის მოლოცვა გამოაქვეყნა.
"გუშინ უდიდესი შეხვედრა ვიხილეთ, რომელიც საოცარი შედეგით დასრულდა. უელსელებმა ისტორიულ გამარჯვებას მიაღწიეს. ისინი საკუთარ თავს გადაახტნენ და დაამტკიცეს რომ ამ ქვეყანაზე შეუძლებელი არაფერია. წინ პორტუგალიაა. მიდი უელსო!". – განაცხადა დევიდ კამერონმა.
Sport-express.ru