პროექტ "Check in Georgia"-ს ფარგლებში აგვისტოს ბოლოს ცნობილი რუსული ბენდი "Звери" ეწვევა.
კონცერტის შესახებ ინფორმაცია უკვე განთავსებულია TKT.ge-ს ვებ-გვერდზე.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, "Звери"-ს კონცერტი ბათუმში, 29 აგვისტოს, ბათუმის კორტების ტერიტორიაზე გაიმართება. ბილეთების ფასი 30 ლარიდან იწყება და 70 ლარამდე მერყეობს. მსურველებს ბილეთების შეძენა უკვე შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ პროექტ "Check in Georgia"-ს ფარგლებში საქართველოში უკვე იმყოფებოდნენ რობი უილიამსი, ჯგუფი "Maroon5" და ცნობილი საოპერო მომღერალი ხოსე კარერასი.
პროექტისთვის "Check in Georgia" ბიუჯეტიდან ჯამში 31 მილიონი ლარია გამოყოფილი.