_ ესიკას გაუმარჯოს!
_ გაგიმარჯოს, მასიკოს!
_ ქორწილს როისიზე აპირობ, ესკიავ?
_ რა დროის ქორწილია, ძამიავ, ქვეყანა იქცეოდა და ტურა ქორწილს შობოდაო… ქორწილი კი არა, იმფერ გუნებაზე ვარ, რომ მგონია კვერცხივით შევსკდე ვინცხას, რაცხა რომ არ მაკავებდეს.
ქეა, კაცო, ნათქვამი: "დათვმა რომ მოგერიოს, ბაბაი დუუზახეო". მარა ერთი მითხარი შენ, კაი ბაბაი ნუ წაგიწყდება, ამფერი ბაბაი თუ გინახავს? რა გითხრა იცი, მოჯაყვა ამას იქით არ წავა, მოგვეჭრა თავი, მევიკიცხეთ, გარეთ გამოსაყოფი თავი აღარ გვაქვს, გასამჭყერი თვალი დაგვეფსო.
უწინ გურული რომ მათხოვრათ წავიდოდა ან კურტანს მეიკიდებდა, მეგრელი ვარო იტყოდა. ახლა ისე დაგვაჯდენ კისერში – ისე მოვიკაკვეთ, რომ ახლანდელ გურულობას თავსლაფი დამესხეს, მეგრელობა კი არა, ყორიფელი სიავე ჯობია, რამდენ სირცხვილს გუუძლოს კაცმა, რომ არ ვიცი…
სახლი დაგვიწვეს, გაჩერდი ტაქტიკააო, დაგვაჩოქეს _ დუუჩოქეთ, _ აგიც ტაქტიკააო. ვინცხამ, ვინცხა მამა სულძაღლი, ზეიზერ აყროლებული ფშიონი (შპიონი) მოკლა, მის წონათ ოქროთ შიაფასეს, ჩაგვიყენეს ეგზეკუცია და მოგვთხარეს – მეითმინე, ტაქტიკააო.
ქალს გამიეკიდენ, მიეწიენ ღობის ძირში და კარგა მაგრათ ჩაპროშტეს – არ დაბერო სული, ტაქტიკააო.
ახლა კიდევ ღენერალ-გუბერნატორს პრიკაზი გამოუგზავნია _ უჩემოთ ქალს ნუ შეირთავო.
თუ ღმერთმა გაძაღლებული სული არ ამომართვა, იმასაც კი მივესწრები, რომ გამუა პრიკაზი: ახალ მოყვანილთან უჩემოთ არ დაწვეო და ამის მოთმენა თუ ყველაი ტაქტიკაა, დაყუდებული ბერობა ყოფილა თქვენი ტაქტიკა და მეტი არაფერი.
ამონარიდი ერთი 1907 წლის გაზეთიდან (ეს ის დროა როცა რუსულმა დამსჯელმა რაზმებმა ააოხრეს დასავლეთ საქართველო და განსაკუთრებით ამბოხებული გურია).
ეს მასალა გამოყენებულია ირაკლი მახარაძის წიგნში "გურიის რესპუბლიკა":