აშშ-ის სახელმწიფო მდივანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე საათში ელოდებიან. ვიზიტის ფარგლებში ჯონ კერი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება.
შეხვედრის შემდეგ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
ღონისძიების დასასრულს კვირიკაშვილი და კერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრსაც შეხვდება.