დღეს რუსულ სპორტულ მასმედიაში საქართველოს ეროვნული გუნდისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველ ჯანო ანანიძესთან ინტერვიუს ერთი ფრაგმენტი გამოქვეყნდა.
ქართველი ფეხბურთელი საკუთარ მომავალს მოსკოვის "სპარტაკის" რიგებში ხედავს და ამ გუნდს რუსეთის მომავალ პირველობაზე ჩემპიონის წოდებას უწინასწარმეტყველებს.
"მოსკოვის "სპარტაკთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2017 წლის ივნისში მისრულდება. ამ დრომდე კლუბის გამოცვლას არ ვაპირებ.
თავის დროზე ჩემი სახელი არაერთ წამყვან ევროპულ გუნდს დაუკავშირეს, მაგრამ რუსულმა კლუბმა ჩემი გაყიდვა არ მოისურვა. მახსოვს რომ რამდენიმე ინგლისური გუნდი მეპატიჟებოდა. ამის გარდა ჩემით დაინტერესება მადრიდის "ატლეტიკოსა" და "სევილიასაც" გააჩნდათ.
გასული სეზონი ჩემთვის უიღბლოდ წარიმართა. ამის მიუხედავად "სპარტაკის" დატოვებას კატეგორიულად არ ვაპირებ. უფრო მეტიც. გუნდი რუსეთის მომავალი ჩემპიონატისთვის სერიოზულად ემზადება და ჩემი აზრით ჩემპიონის ტიტულის მოპოვების ერთ-ერთი უპირობო კანდიდატია. გარდა ამისა ევროპის ლიგაშიც გამოვდივართ და დარწმუნებული ვარ ამ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზეც გავაღწევთ.
თავის დროზე "როსტოვის" რიგებში რუსეთის თასი მოვიგე. ეს ენით აუწერელი ბედნიერება გახლდათ. მსურს ანალოგიური განცდები „სპარტაკშიც“ განვიცადო. ამ გუნდში უკვე 10 წლის განმავლობაში ვირიცხები და დროა სერიოზულ წარმატებებს მივაღწიო". – განაცხადა ჯანო ანანიძემ.
Sovsport.ru