გუშინ ჰოლანდიურმა გამოცემამ "Net Nieuwsblad" სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა. აღმოჩნდა რომ დიდია ეჭვი, რომ ევროპის პირველობის მიმდინარეობის დღეებში უკრაინის ეროვნული გუნდის წევრები სხვადასხვა სახის აკრძალულ მედიკამენტებს ღებულობდნენ.
ჰოლანდიური გამოცემის ჟურნალისტების მტკიცებით, იმ სასტუმროს გვერდით სადაც უკრაინელები იყვნენ დაბინავებულები ერთჯერადი ნემსები და გამოყენებული წამლების ცარიელი კონტეინერები იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია რა სახის სამედივინო პრეპარატებზეა საუბარი.
საინტერესოა რომ სამი დღის წინ ანალოგიური ცნობა გერმანულმა საინფორმაციო საშუალებებმაც გაავრცელეს.
ამ ამბავმა უეფა-ს მაღალჩინოსნების ყურამდეც მიაღწია. ცნობილი გახდა რომ ევროპული ფეხბურთის მამები უახლოეს დღეებში ამ ფაქტის დეტალურ შესწავლას აპირებენ. თუ ბრალდება დამტკიცდა, უკრაინის ეროვნულ გუნდს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია დაემუქრება.
საინტერესოა რომ თავად უკრაინული მხარე ჯერჯერობით სიჩუმეს არჩევს და არანაირ კომენტარს არ აკეთებს.
Net Nieuwsblad