ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს რუსთაველის თეატრის მსახიონი ნანუკა ხუსკივაძე ესწრებოდა. ფესტივალი "ბოშებით" გაიხსნა, რომლის რეჟისორი გიზო ჟორდანიაა.
"არაჩვეულებრივი რამ მოხდა, რომ შეიქმნა ნოდარ დუმბაძის სახელობის ფესტივალი და ეს მოხდა გურიაში, ოზურგეთში. ძალიან კარგი გახსნა შედგა და ვულოცავ ყველას, მათ შორის ბატონ გიზო ჟორდანიას, რომელიც ჩემი მასწავლებელი იყო." – გვითხრა ნანუკა ხუსკივაძემ.
"გურია ნიუსის" კითხვაზე, რამდენად გაართვეს თავი ოზურგეთელმა მსახიობებმა ფესტივალის გახსნას, ნანუკა ხუსკივაძემ ასე გვიპასუხა: "გაართვეს არაა, დაგლიჯეს"!