"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გუშინ სამართალდამცავებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ერთი პირი დააკავეს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მას 22 აბი სუბოტექსი ჰქონდა.
შსს-ს პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაზე ერთი პირი დააკავეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის საქმის 260-ე მუხლით.