ბრისბენის სამედიცინო კვლევათა ინსტიტუტის მეცნიერ–მუშაკებმა გამოიკითხეს 2 700–ზე მეტი ქალი და 2 000 კაცი, რომლებიც შეტანილნი იყვნენ ტყუპების ავსტრალიურ რეგისტრში. გამოიკითხა მათი ახლობლებიც.
გამოკითხულნი იყვნენ აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილი ადამიანები. მამაკაცები აზარტული თამაშებით ორჯერ მეტად აღმოჩნდნენ დაინტერესებულნი, ვიდრე ქალები. მკვლევართა აზრით, მიზეზი უნდა ვეძიოთ სოციალურ ფაქტორებში.
გამოკვლევით დადასტურდა, რომ ერთკვერცხიან ტყუპებს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებითობა ჰქონდათ მნიშვნელოვნად მეტი, ვიდრე სხვადასხვა კვერცხიანებს, რაც ხაზს უსვამდა გენეტიკურ მემკვიდრეობას.