_ ქვეყანს მხოლოდ მაღალი ღირებულების მქონე ადამიანები აშენებენ, _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ქართული ოცნების" მომავალი საპარლამენტო სიის ახალი სახეების წარდგენისას.
მისივე თქმით, წარმოდგენილ კანდიდატებს ზურგს უმაგრებს კარგი განათლება და პროფესიონალიზმი:
"ოცნების" ახალი წევრების ვინაობა ასეთია: თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა და სოფო ჯაფარიძე.
გუნდის ახალი წევრები გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში წარადგინა.