თურქეთის პრეზიდენტი ტაეპ ერდოღანი უსაფრთხოდაა, _ აღნიშნულ ინფორმაციას თურქული ტელეარხი CNN Turk-ი ავრცელებს. თუ სად იმყოფება ამ დორისათვის იგი, ცნობილი არ არის.
მანამდე თურქეთის პრემიერ მინსიტრამ ბინალ ილდირიმმა განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრილების მცდელობას. თუმცა, მის თქმით, მთავრობა მდგომარეობას აკონტროლებს.
გადატრიალების მომწყობი ოფიცრების მიერ ამ დროისათვის დაკავებულია ქვეყნის გენშტაბის უფროსი ჰულის აქარა. ამ ინფორმაციას ადგილობრივ მედია ავრცელებს. ჯერჯერობით არ ცხადდება გადატრიალების ხელმძღვანელის ვინაობა. თურქეთის სამხედრო წრეების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ქვეყნის ხელისუფლება დაკავებულია.
სამხედროების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი კონსტიტუციის პრინციპების დაცვას შეუწყობენ ხელს. გარდა ამისა, აცხადებენ, რომ სამხედროები დაიცავენ ყველა იმ საერთაშორისო შეთანხმებას, რომელზეც თურქეთშ აქვს ხელი მოწერილი.
სხვადასხვა წყაროების ცნობით, ამ დროისათვის სამხედროები ქვეყნის მთელ ტერიტორიას აკონტროლებენ.
ჯეჯრეჯრობით დაკეტილია ქვეყნის აეროპორტების უმრავლესობა. ქუჩებში გამოყვანილია ტანკებიც. გადადებულია ავიარეისები.
მანამდე თურქეთის პრემიერმა განაცხადა, რომ იყო გადატრიალების მცდელობა, რომელშიც მონაწილეობა სამხედროების ჯგუფმა მიიღო.
ერთერთი თურქი ჩინოვნიკის განცხადებით კი სამხედროები განგაშის სიგნალზე ერთდროულად რამდენიმე ქალაქში გამოვიდნე ქუჩებში. თუმცა, უფრო დეტალური ინფორმაციის გამჟღავნებისაგან თავი შეიკავა.
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ამ დროისათვის ისმის სროლებიც. თვითმხილველები კი იუწყებიან, რომ ანკარის ტავზე თვითმფრინავები და ვერტმფრენები დაფრინავენ.